სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობისთვის მოსწავლეები, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ემზადებიან“ - საჩხერეში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
22-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 21 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი საჩხერელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა საჩხერელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

საჩხერის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

სალომე აბრამიშვილი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ინტელექტ-ჩეპიონატი „ეტალონი“ სკოლაში ძალიან კარგად წარიმართა. პროექტში მოსწავლეები დამრიგებლების დახმარებით დარეგისტრირდნენ. მე-10 და მე-11 კლასელებმა მიიღეს მონაწილეობა, მეორე ეტაპზე 17 მოსწავლე გადავიდა. ბავშვებს მსგავსი პროექტები ძალიან აინტერესებთ. „ეტალონში“ არაერთხელ ძალიან წარმატებით მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენს სკოლას „ეტალონის“ გამარჯვებული მოსწავლეც ჰყოლია. ჩემი აზრით, ტესტები ძალიან კარგად იყო შედგენილი. ძალიან მომწონს, რომ ყველა სფეროს მოიცავს და საგანს მოიცავს. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები მეტად მოტივირებულები არიან. კონკურსში მონაწილეობა მათთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. შესაბამისად, ჩართულობაც მაღალია. მოსწავლეები ცდილობდნენ პროექტისთვის მოემზადონ. აქედან გამომდინარე, სწავლისა და ცოდნის ხარისხიც იმატებს.“

ინა ბიწაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მოსწავლეებისთვის ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს. ეს მათთვის უდიდესი სტიმულია. ამ პროექტში მონაწილეობისთვის მოსწავლეები, ყოველწლიურად, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ემზადებიან. ჩვენს სკოლაში ამ საკითხს წელსაც მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ. ძალიან მშვიდ, ობიექტურ გარემოში ჩატარდა. ბავშვებმა მაქსიმალურად დამოუკიდებლად იმუშავეს და საბოლოო შედეგიც სწორედ მოსწავლეების შრომის ნაყოფია. ჩვენი სკოლა მაღალმთიან სოფელშია, უკვე წლებია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და ვთვლით, რომ ეს სასკოლო კულტურის განვითარებაში ხელს მრავალმხრივ გვიწყობს. წლებია უკვე, რაც ამ პროექტში ჩართულები ვართ, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეებიც ყოველ წელს გვყავს. რაც შეეხება დისტანციურ ფორმატს, მაღალ მთაში ცოტა ინტერნეტის პრობლემაა, ყველა მოსწავლეს საჭირო ტექნიკაც არ აქვს. ზოგადად არათანაბარი გარემოა სასწავლო პროცესში, როდესაც დისტანციურად ვართ. ვფიქრობ, რომ პანდემიის პირობებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების არსებობა და მაქსიმალური აქტიურობა, რადგან ის ტესტები, რასაც „ეტალონი“ გთავაზობს ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონის“ რესურსები, დისტანციური სწავლების დროს, ხელს გვიწყობს. ტესტური დავალებები არაერთ მასწავლებელსაც გამოუყენებია.“

ცირა ტაბატაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ეს პროექტი ბავშვების ერთგვარი სტიმულია. ტესტირების პროცესს რაც შეეხება, სკოლაში უზრუნველვყავით მოსწავლეები ინტერნეტითა და საჭირო მოწყობილობებით. ბევრი გამართული კომპიუტერი არ გვაქვს, ამიტომ მოსწავლეების ნაწილს ჩემპიონატში მონაწილეობა მობილური ტელეფონით მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ ამის გამო ხელი არ შეშლიათ, რადგან ინტერნეტის უზრუნველყოფილნი იყვნენ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კონკურსი ობიექტურად ჩატარდა. სკოლაში პროცესს ისეთი მასწავლებელი ხელმძღვანელობს, რომელიც არანაირ გადაცდომას არ დაუშვებს. ბავშვები თავიანთი შედეგებით კმაყოფილები არიან. ერთი მოსწავლე გადავიდა მეორე ეტაპზე. ვინც ვერ გადავიდა, მათ კიდეც მომავალში შეუძლიათ სცადონ და მონაწილეობა მიიღონ. ამიტომაც ისინი ფარ-ხმალს მაინც არ დაყრიან, იმეცადინებენ და ახალი ძალებითა და შემართებით ეცდებიან, რომ კარგი შედეგი აჩვენონ, გვასახელონ ჩვენც და საკუთარი თავიც. მსგავსი პროექტები მოსწავლეებს, პირველ რიგში, საკუთარი თავის  რწმენას აძლევს.“

იოსებ მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტესტირება სრულყოფილად ჩატარებულიყო. „ეტალონი“ ნამდვილად კარგი პროექტია და უფრო ხშირად თუ ჩატარდება, უკეთესი იქნება. სკოლაში ძალიან ცოტა - 25 მოსწავლე გვყავს, თუმცა დაინტერესება მაინც დიდი იყო. „ეტალონში“ ჩართულობა ბავშვებს ძალიან ეხმარება, დამოუკიდებლად მუშაობას სწავლობენ, სწავლისთვის უფრო მეტ სტიმულს აძლევს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ.“

გელა ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება-გაღვივებისთვის. პროცესი ჩვენს სკოლაში ისევ ჩვეული ინტერესით მიმდინარეობს, ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ, დარეგისტრირდნენ. ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ. ეს პროექტი მოსწავლეების მოტივაციას ზრდის, მათ მეტ სტიმულს აძლევს, სხვადასხვა საკითხისადმი უფრო მეტი ინტერესი უჩნდებათ და საერთოდ, ააქტიურებს მათ, შემეცნებით სამყაროში ამოგზაურებს. ჩემი აზრით, მას ყოველმხრივ დადებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ გასულ წლებშიც საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდნენ.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება