სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე ირაკლი მორჩაძე
15-10-2021
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს.

ამჯერად, სკოლის დირექცია საზოგადოებას კიდევ ერთ ნიჭირ მოსწავლეს, მე-10 კლასელ ირაკლი მორჩაძეს აცნობს.

ირაკლი მორჩაძე სკოლას მიღწეული წარმატებებისთვის არაერთხელ დაუჯილდოვებია. ნიჭიერ მოსწავლეს განსაკუთრებით ისტორიის საგანი უყვარს და მრავალი წარმატებისთვისაც მიუღწევია.

„სამწუხაროდ, სკოლაში საქართველოს ისტორია, როგორც ცალკე საგანი, არ ისწავლება. იგი მსოფლიო ისტორიის კონტექსტში განიხილება და სახელმძღვანელოებში, მალიმალ რომ იცვლება, მცირე ადგილი აქვს დათმობილი ჩვენი ერის წარსულსა და თანამედროვეობას. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ისტორიის სწავლებას კვირაში ერთი საათი ეთმობა, არსებული არასახარბიელო მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო გახდება. ხოლო თუ რა მოსდის ერს, რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს, ამის შესახებ დიდი ილია ჯერ კიდევ საუკუნის წინ გვაფრთხილებდა. ამ პირობებში, მხოლოდ პროფესიონალ, ქვეყნისადმი გამორჩეული პასუხისმგებლობით სავსე მასწავლებლებს შეუძლიათ, თავიანთი მოვალეობის პირნათლად შესრულება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, ახალგაზრდები ინტერესდებიან  ისტორიით, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიით, და ამიტომაც უნდა გაგაცნოთ მე-10დ კლასის (დამრიგებელი გიორგი ბრეგაძე) მოსწავლე ირაკლი მორჩაძე, რომელიც  გასულ სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ისტორიის ტურის ფინალისტი გახდა. ეს მისი და მისი ისტორიის მასწავლებელ ნანა ჩაკვეტაძის დამსახურებაა, რომელსაც ბევრი მოსწავლისთვის შეუყვარებია ისტორია, ზოგიერთისთვის პროფესიაც რომ გამხდარა. ირაკლის წარმატება არც გასულ სასწავლო წელს დაგვრჩენია უყურადღებოდ, იგი ვახტანგ ჭელიძის არაჩვეულებრივი „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ ორტომეულით დავაჯილდოვეთ. წელს კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერი გადავეცით, მისთვის სასურველი წიგნები რომ შეიძინოს. წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლისა და მის მასწავლებელს მომავალ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე“, - წერია სკოლის დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება