სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში თავისუფლდებიან პედაგოგები კოვიდტესტირებისგან?
19-10-2021
-
+


მთავრობის გადაწყვეტილებით, აუცრელ და ერთჯერადად აცრილ მასწავლებლებს სწრაფ ტესტს კვირაში ერთხელ გაუკეთებენ, სრულად აცრილებს კი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტი ეკუთვნით. დადგენილება 1 ოქტომბრიდანაა ძალაში.

გადაწყვეტილებას მასწავლებლების კმაყოფილება მოჰყვა. აუცრელი პედაგოგები ამბობენ, რომ თუ ისინი კოვიდზე კვირაში ერთხელ შემოწმდებიან, აცრას „აღარ დააძალებენ“. ორჯერდად აცრილი მასწავლებლები კი აღნიშნავენ, რომ PCR ტესტის პასუხი სანდოა და თავს უფრო მშვიდად იგრძნობენ.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის პერსონალის ტესტირება ყოველკვირეულად აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა პედაგოგთა ნაწილი კოვიდტესტის გაკეთებისგან თავისუფალია.

მასწავლებლები, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსი გადაიტანეს, ტესტისგან თავისუფლდებიან, ასევე არაა სავალდებულო ტესტირება იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სკოლის გარეთ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში ჩააბარეს ტესტი.


იხილეთ ასევე: მასწავლებლები ერთმანეთს კოვიდტესტს ჩაუტარებენ - დამატებითი მოვალეობები სკოლის თანამშროლებს


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება