სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დააწესებს თუ არა ახალ შეზღუდვებს უწყებათშორისი საბჭო- ინფიცირების მაჩვენებელი 4 775-ია
12-10-2021
-
+


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭო ახალი რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს. 

დეტალური ინფორმაცია, დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები და გამკაცრდება თუ არა რეგულაციები, საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საიდანაც თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 225, იმერეთი - 1 060, ქვემო ქართლი - 256, შიდა ქართლი - 349, გურია - 156, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493, კახეთი - 617, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 603 995.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება