სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლაში რეგულაციები ირღვევა, ჩავრთავ აუდიტის სამსახურს“ - მოქალაქე N151 საჯარო სკოლის ვიდეოს გვიგზავნის
11-10-2021
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 4 ოქტომბერს ერთი პირობით გაიხსნა - ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. გამკაცრებულია მონიტორინგიც, მაგრამ etaloni.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თბილისის N151 საჯარო სკოლაში სოციალური დისტანციის დაცვა და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინება არ ხდება. ასევე მოგვაწოდეს ვიდეო, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ეზოში არც მოსწავლეები, არც მშობლები დისტანციას არ იცავენ, არ უკეთიათ პირბადე... 

როგორც ანონიმური წყარო ამბობს, თავად 15 წუთის განმავლობაში ითხოვდა სკოლის შენობიდან ბავშვების გამოშვებას, თუმცა დირექტორის მოადგილე მოსწავლეებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. „დირექტორის მოადგილე ხელით გავწიე, არაკოორდინირებულად მოქმედებენ, მე მთელი რიგი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ჩავრთავ აუდიტის სამსახურსაც“.

ბუნებრივია, ინფორმაცია პირდაპირ ადრესატთან - თბილისის N151 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლია რუხაძესთან გადავამოწმეთ, რომელმაც განმარტა, რომ ეს ვიდეო გადაღებულია 5 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებიდან მეორე დღეს:

„სკოლაში მოსწავლეების ორი კარით სარგებლობენ. ყველაფერს ზედმიწევნით ვაკონტროლებთ. ამ დღეს 6 გაკვეთილი დასრულდა, ბავშვების ნაწილი უნდა გასულიყო შენობიდან, თუმცა ჩემი მოადგილე აკონტროლებდა, ის მოსწავლეებიც არ წასულიყვნენ, ვისთვისაც სასწავლო დღე ჯერ დასრულებული არ იყო და 7 გაკვეთილი ჰქონდა. ეს ქალბატონი, ვინც ვიდეო გამოგიგზავნათ, ჩემს მოადგილეს ქოლგას ურტყამდა და იცით, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს სკოლის კამერებში. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო მისი ქცევა და აქეთ გვაქვს მოსადავებელი ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, წარმოიდგინეთ, ვერც მანდატურმა გააჩერა.

პირადად მობრძანდით და დარწმუნდებით, რომ ჩვენს სკოლაში ყველა რეგულაცია სრულდება, 2 საათამდე კაბინეტში არ შევდივარ, ყველაფერს ვაკონტროლებ და ეზოში თუ ვინმე პირბადეს მოიხსნის, ამას უკვე ვეღარ მივყვებით“. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება