| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებით: „აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია - სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება. თუმცა, მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული ან იმ პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც მოიცავს არჩევანისა და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე - იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც, პირბადის გამოყენება“.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას