სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მთავრობამ 65 მასწავლებელს მადლობის სიგელი გადასცა
06-10-2021
-
+


მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა და პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც აჭარის მთავრობის ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა დამსახურებისა და მათი ღვაწლის წარმოჩენა.

„პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება