სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მადლობა „ეტალონს“, რომ მოსწავლეებს ასეთ შესაძლებლობას აძლევს“- ნინოწმინდაში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
30-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 29 სექტემბერს კონკურსი ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ნინოწმინდელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ნინოწმინდის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინა სუდაძე:

„პროცესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მეორე ეტაპზე ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე გადავიდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩემპიონატში მაქსიმალურად არიან ჩართულები. ვფიქრობ, კონკურსის ჩატარების შემდეგ უფრო ხვდებიან, რომ არამარტო სკოლის პროგრამით უნდა შემოიფარგლონ, არამედ სხვა მხრივაც უნდა განვითარდნენ. ზოგადადაც, „ეტალონში“ ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობენ.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე:

„ეტალონში“ ბავშვები მაქსიმალურად ჩაერთნენ. მათგან თითქმის ყველა გადავიდა მეორე ეტაპზე და ამით ძალიან ბედნიერები არიან. მადლობა „ეტალონს“ რომ მოსწავლეებს ასეთ შესაძლებლობას აძლევს. მით უმეტეს, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეები ძალიან გახალისდნენ. ჩვენი სკოლიდან მოსწავლეები ყოველწლიურად, სისტემატიურად ერთვებიან აღნიშნულ პროექტში. დაინტერესება მაღალია. სკოლაში 3 თვე რომ გვესწავლა, ჩვენთვის ეს კონკურსი იმის ტოლფასი იყო.“

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხითარიშვილი:

„ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენ ამ პროექტში ვმონაწილეობთ. ჩვენთვის „ეტალონი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მეტსაც გეტყვით, ინტელექტ-ჩემპიონატიდან ჩვენც ძალიან ბევრ ინფორმაციას ვგებულობთ. ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლისთვის კი გამარჯვება ყოველთვის მოტივირებაა. კონკურსში ჩართულობა წელსაც ძალიან მაღალი იყო, თავიდან მოსწავლეებს ინტერნეტის პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ აღმოიფხვრა და ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლე მეორე ეტაპზეც გადავიდა.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი მანია პოღოსიანი:

„საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ტრადიციულად მაღალია, ისინი ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობენ. ამჯერად, მეორე ეტაპზე ჩვენი სკოლიდან 6 მოსწავლე გადავიდა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ჩემპიონატი მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად ძალიან კარგია. ბევრი მოსწავლე სწორედ ამიტომაცაა დაინტერესებული.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის დირექტორი ლეილი ამირშადიანი:

„ჩვენი სკოლიდან მოსწავლეების ჩართულობა და დაინტერესება მაღალი იყო. მოსწავლეები წლების განმავლობაში იღებენ „ეტალონში“ მონაწილეობას. ეს პროექტი სკოლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მოსწავლეებისთვის ასეთი პროექტი ტარდება. მე პირადად მიხარია „ეტალონის“ არსებობა და ვიცი, რომ ბავშვებსაც იგივე პოზიცია აქვთ.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება