სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„სიცხე 40 მქონდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი, გაკვეთილი გამეცდინა“ - კოვიდინფიცირებული მასწავლებლის ინტერვიუ
24-09-2021
-
+


პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესია და როგორი კოლოსალურია ამ ადამიანების შრომა. Covid-19-ის ეპოქაში მასწავლებლებს არც ერთი წუთით დაუსვენიათ, რადგან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ მოსწავლეების, მშობლებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვყავს გმირი მასწავლებლები, რომლებიც კოვიდით ინფიცირების დროსაც კი, ბავშვების განათლებაზე ზრუნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ...

ამჯერად, გვინდა თბილისის N118 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგის შესახებ გიამბოთ, რომელმაც სასწავლო წლის პირველი დღე კოვიდინფიცირებულმა მიულოცა მოსწავლეებს და გაკვეთილებიც მაღალი ტემპერატურით ჩაატარა - ნატალია ოთარაშვილისთვის ვირუსს ხელი არ შეუშლია, თუნდაც დისტანციურად მოსიყვარულებოდა თავის მოსწავლეებს ისე, მათ არც კი აგრძნობინა, ცუდად რომ იყო.

სასწავლო წლის დაწყებიდან მეორე დღეს, 16 სექტემბერს, ნატალიას ვირუსი დაუდასტურდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი დღეც კი არ მოუკლია ყურადღება უსტ~ყვარლესი მოსწავლეებისთვის და ახლაც  საკუთარი სურვილით ასრულებს პროფესიულ მოვალეობას. 

- ნატალია, როგორ ხართ? მერამდენე დღეა, რაც ვირუსს ებრძვით?

- გმადლობთ, ამ ეტაპზე უკეთ ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული ფორმით მაქვს ვირუსი. თავიდან მაღალი სიცხეები მქონდა -  40 გრადუსამდე ამდიოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაზე რთული დღეები შაბათ-კვირას დაემთხვა და შევძელი ჩემი მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარება. უცხო ენას მე-5 კლასში იწყებენ და უფლება ვერ მივეცი, საკუთარ თავს, გაკვეთილი გაცდენოდათ ან სხვა მასწავლებელი შესულიყო ჩემს პატარებთან. 16 სექტემებერს დამიდასტურდა ვირუსი და უკვე მე-8 დღეა, რაც ვებრძვი.

- თუმცა, ამის ვალდებულება არ გქონდათ...

- დიახ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სრული მხარდაჭერა მაქვს კოლექტივისგან. არაერთხელ შემომთავაზეს, რომ ჩემს ნაცვლად ჩაატარებდნენ გაკვეთილებს, მაგრამ ისე მოხდა, სულ მარტო გამოვიკეტე სახლში - მარტოობამ გამაგიჟა. ონლაინ-გაკვეთილებზე შესვლა, ბავშვებთან კონტაქტი ჩემთვის დიდი შვებაა. პატარებთან საუბარი დადებითად მოქმედებს ჩემზე. არც მიფიქრია, ჩემს ნაცვლად სხვა შესულიყო მათთან.

- თან, ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, მოენატრებოდით მოსწავლეებს.

- კი, ნამდვილად, მეც ძალიან მენატრებოდნენ. თან მე-5 კლასელები პატარები არიან, პირველად აქვთ შეეხება უცხო ენასთან. მაგათ გამო მოვიკრიბე ძალები და ჩავერთე საგაკვეთილო პროცესში. არ მინდოდა გული დაწყდომოდათ, რომ გაკვეთილი არ ჩაუტარდათ, ან მათი მასწავლებელი არ შევიდა. გარდა მე-5 კლასისა, დანარჩენებიც ძალიან აქტიურები არიან.

- როგორ გამხნევებენ მოსწავლეები?

- მოსწავლეებმა არ იციან, რომ კოვიდი მაქვს - არ მითქვამს. კოლექტივისგან მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, როგორ პროფესიული, ასევე ადამიანური. მანებივრებენ ყველანაირად, ასევე ექიმებიც ხშირად მკითხულობენ.

- დაინფიცირების წყარო ცნობილია?

- დიახ, მამა დაინფიცირდა და ყველას გადაგვედო ოჯახში. მამას თავად ვუვლიდი, ბოლოს ძალიან გაურთულდა ვირუსი, ვერ გაუძლო და გარდაიცვალა... დედა დღემდე საავადმყოფოშია და ასე შემოვრჩი მარტო სახლში... საბედნიეროდ, დედა უკეთესადაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება