სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ყივჩაღის პაემანი“ - ვის მიუძღვნა გიორგი ლეონიძემ სასიყვარულო ლექსი დღემდე უცნობია
26-01-2018
-
+


ქართველი  მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ლეონიძე 1899 წლის 27 დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში დაიბადა. 2 წლის იყო, როცა მამა, ნიკო ლეონიძე გარდაიცვალა.  გიორგი და მისი ოთხი და-ძმა დედამ, სოფიო გულისაშვილმა მარტომ გაზარდა.

გოგლამ პირველი პოეტური ნათლობა ვაჟა-ფშაველასგან მიიღო. როგორც თავად იხსენებდა, „მთის არწივმა“ ძლიერი, დამსკდარი ხელი თავზე დაადო და პოეზიისკენ სავალი გზა დაულოცა.

1918 წელს პოეტი „ცისფერყანწელებს“ დაუახლოვდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ეფემია გედევანიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისი. გოგლასა და ეფემიას თავიდან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა დიდი სიყვარული და მეგობრების თანადგომა სირთულეების დაძლევაში დაეხმარათ.

ეფემია გედევანიშვილი გიორგიმ 1919 წელს, თავისი დის ოჯახში გაიცნო. ეფემია პოეტის დის მული აღმოჩნდა, ამიტომ მისი მშობლები ქორწინებას არ თანხმდებოდნენ.

ყველა დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ლეონიძეების მშვენიერი ოჯახი შეიქმნა. მათთან ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები და მწერლები. სტუმრები დიდ ყურადღებას გრძნობდნენ გოგლას მშვენიერი მეუღლისგან.

1936 წელს გიორგი ლეონიძემ სიჭაბუკეში დაწერილი ლექსები სათუთად შეკრიბა, მოზრდილ რვეულში გადაიტანა და ეფემიას მიუძღვნა. უცნობია, სად და რა ვითარებაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რვეული ოჯახიდან დაიკარგა.

დღემდე უცნობია, ვის მიუძღვნა გიორგი ლეონიძემ მეუღლის ეფემია გედევანიშვილის სოფელში, დაწერილი ულამაზესი ლექსი „ყივჩაღის პაემანი“.

გიორგი ლეონიძე 1966 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა.  იგი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება