სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლებმა მოსწავლეს უჩივლეს - პედაგოგების გაშარჟების გამო უკრაინის სასამართლომ ბავშვის მშობლები დააჯარიმა
05-10-2021
-
+


უკრაინაში, ქალაქ ლვოვის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ სოციალურ ქსელში საკუთარ მასწავლებლებზე მიმები გამოაქვეყნა. პედაგოგებმა კარიკატურები ბულინგად აღიქვეს და მოსწავლეს სასამართლოში უჩივლეს. 

მასწავლებელთა საჩივრის გამო, ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ მოსწავლის მამა დააჯარიმა. 

როგორც უკრაინული მედია წერს, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ლვოვის №10 სკოლის მოსწავლემ Instagram-ში გვერდი შექმნა, სადაც სკოლის მასწავლებელთა ფოტოებით შექმნილ მიმებს აქვეყნებდა. 

მასწავლებლებს მოსწავლის იდეა არ მოეწონათ. მათ მიმები ბულინგად მიიღეს და პოლიციაში შესაბამისი განცხადება დაწერეს. 

სასამართლო სხდომის დროს მოსწავლის მამამ საკუთარი დანაშაული სრულად აღიარა. ამიტომ სასამართლომ ის N184 მუხლით დამნაშავედ ცნო (მშობლების მიერ ბავშვის აღზრდის ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 850 გრივნით დააჯარიმა.გარდა ამისა მან ასევე უნდა გადაიხადოს სარჩელის ბაჟი 420 გრივნა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის მშობლებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. 

წყარო: Zaxid.net


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება