სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებელი ორ ხელფასს იღებდა და სულ შვებულებაში იყო - თაღლითი პედაგოგი იტალიაში გამოიჭირეს 
16-09-2021
-
+


იტალიელი მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც სამი წლის მანძილზე 769-დღიანი შვებულებით ისარგებლა, თაღლითობაში გამოიჭირეს. პოლიციამ გაარკვია, რომ ის მთელ იტალიაში კონსულტანტად მუშაობდა და ორ სახელმწიფო ანაზღაურებას იღებდა. 

როგორც პოლიციაში განაცხადეს, 47 წლის მასწავლებელმა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მასწავლებლად მუშაობდა, ავადმყოფობის მიზეზით 459-დღიანი ბიულეტენით ისარგებლა, 310 დღე კი ბავშვის მოსავლელად აიღო. 

მასწავლებელს სკოლაში გამუდმებით მიჰქონდა სამედიცინო ცნობა, რომელსაც მისი ოჯახის ექიმი გასცემდა, მაგრამ განაწყენებულმა კოლეგებმა ვეღარ გაუძლეს და პოლიცია გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ დღეებში პედაგოგი კიდევ ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა. 

პოლიციამ ამ დროის განმავლობაში პედაგოგის სასტუმროს და მგზავრობის ხარჯები მოიკვლია და დაადგინა, რომ სინამდვილეში მასწავლებელი სახლში იშვიათად იყო. ნაცვლად ამისა ის მთელ იტალიაში მოგზაურობდა  და საკონსულტაციო მომსახურებას ეწეოდა, რაშიც, აღნიშნული პერიოდის მანძილზე, 97 ათასი ევრო გამოიმუშავა. 

მისი შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, ცხადი გახდა, რომ ის ერთდროულად ორ სახელმწიფო ხელფასს იღებდა. 

წყარო: The Times

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება