სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა მოიქცნენ მასწავლებლები თუ „თიმსში“ ჯგუფი არ დახვდებათ  - ემისის განმარტება და დეტალური ინსტრუქცია
10-09-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურად იწყება - ეს ახალი ამბავი არ არის და ლოგიკურად, ისიც ბუნებრივია, პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც უკვე ემზადებიან, ტექნიკა მაქსიმალურად გამართული ჰქონდეთ, რათა ონლაინ-გაკვეთილებისას პრობლემები არ შეექმნათ. თუმცა წელსაც, ისევე როგორც შარშან, გარკვეული ხარვეზები უკვე გამოჩნდა. დანამდვილებით თქმა, ეს სისტემის ბრალია თუ სხვა ფაქტორის - რთული იქნება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მასწავლებლების ნაწილს „თიმსში“ ჯგუფები არ დახვდა და ახლა გაურკვევლობაში არიან, თავად შექმნან კლასები თუ ავტომატურად შექმნის პროგრამა. სხვათა შორის, შარშან ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებსაც შეუქმნია კლასები და შემდეგ პროგრამასაც, ამას კი დიდი დაბნეულობა გამოუწვევია. 

სწორედ ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ განმარტებას: 

„შესაძლებელია, მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს სასწავლო წლის დაწყებისათვის Microsoft Team-ში არ დახვდეს შესაბამისი ჯგუფები/კლასები. შესაბამისად, მასწავლებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ჯგუფების შექმნა და მოსწავლეების დამატება. სინქრონიზაციის სრულად დამთავრების შემდგომ, ყველა მასწავლებელს Microsoft Team-ში აესახება სინქრონიზაციის შედეგად შექმნილი ჯგუფებიც. რის შემდგომაც მასწავლებელმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელ ჯგუფში განაგრძობს მუშაობას. ის ჯგუფი, რომელსაც მასწავლებელი არ გამოიყენებს, შეუძლია დამალოს. კლასების/ჯგუფების შექმნის ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://el.ge/articles/microsoft/category/457... ( N45 და N46 ინსტრუქცია)“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება