| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, სწავლა საკლასო ოთხებში გადაინაცვლებს.
დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გასული სასწავლო წლის დაწყებისას შემუშავდა. თითოეული კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა კანონის მიხედვითაა განსაზღვრული.
დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო) ჩართულობით.
სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:
კლასი / რეკომენდებული საათები (ასტრონომიული) დღეში
I- IV -1 საათი
V- IX - 1.5 საათი
X-XII - 2 საათი
დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.
რაც შეეხება რესურსებს, დისტანციური სწავლებისას სასწავლო რესურსად შეიძლება გამოყენებული იყოს: გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის დამხმარე ელექტრონული რესურსები, მასწავლებლის, მოსწავლეების, შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები და სხვა.
შეგახსენებთ, რომ იმ სკოლების მოსწავლეებსა და მშობლებს, სადაც სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გაგრძელდება, შეეძლებათ არჩევანის გაკეთება - დისტანციურ რეჟიმში დარჩებიან, თუ სასკოლო სივრცეში დაბრუნდებიან.
ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიება ინტეგრირებული იყო რამდენიმე სასწავლო საგანთან
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას