სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებს თუ არა ყველა პირველკლასელი „ბუკს“? - დგებუაძის განმარტება
03-10-2021
-
+


პირველკლასელების ნაწილს სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ, თუმცა კუთვნილი „ბუკები“ ჯერ არ მიუღიათ - სკოლები 4 ოქტომბერს ელოდებიან, რათა პატარებს კუთვნილი ტექნიკა მერხებზე დაახვედრონ. ზოგადად, სახელმძღვანელოების და „ბუკების“ დროულად გადაცემა რეგისტრაციაზეა დამოკიდებული, ვადები წინასწარაა  განსაზღვრული და ოთხ ეტაპს მოიცავს - მაისში იწყება და 10 ივლისს მთავრდება. მშობლებმა ბავშვის დარეგისტრირება, სასურველ სკოლაში, მოცემული დროის ფარგლებში უნდა მოახერხონ. თუმცა, არის შემთხვევა, თან არაერთი, როცა რეგისტრაციისთვის სკოლას აგვისტოშიც კი მიმართავენ.

იმ სკოლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგნელები სწავლობენ, ვითარება გაცილებით მძიმეა - უშუალოდ 15 სექტემბერს მიჰყავთ  შვილები და თან რეგისტრაციასაც ითხოვენ. სკოლების ადმინისტრაციამ ეს ამბავი უკვე კარგად იცის და მსგავსი შემთხვევების მოლოდინი ყოველ წელს აქვთ.

როგორც დირექტორები ამბობენ, ძირითადად ეს მშობლის უყურადღებობის გამო ხდება. მათ კითხვაზე, თუ რატომ ვერ დაარეგისტრირეს ბავშვი დროულად?  გაურკვეველ მიზეზებს ისმენენ.  

ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ,  მშობლის მსგავსი დამოკიდებულება ბავშვზე არცთუ კარგად აისახება -  შესაძლებელია ბავშვმა დროულად ვერ მიიღოს პირველკლასელისთვის განკუთვნილი „ბუკი“, რაც მისთვის გაურკვეველი და გულდასაწყვეტი იქნება.  

პირველკლასელების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს  კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიეწოდება. შესაბამისად, შესაძლოა, 31 აგვისტოს დარეგისტრირებულმა ბავშვმა, ვერ მიიღოს 15 სექტემბერს მისთვის განკუთვნილი კომპიუტერი - დამატებითი ტექნიკის მოძიება ხდება საჭირო, რაც დროსთან არის დაკავშირებული. 

თუმცა, წელს  კუთვნილ „ბუკს“ ყველა პირველკლასელი ერთად მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განუცხადა: „გვიან დარეგისტრირებულ ბავშვებს მოგვიანებით გადაეცემოდათ „ბუკები“, თუმცა წელს, ყველა ბავშვი ერთდროულად მიიღებს კუთვნილ კომპიუტერს“.

მოგვიანებით კი, ეს ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს, თითეული პირველკლასელი, სკოლაში მისვლისას მიიღებს კუთვნილ კომპიუტერს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება