სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თიმსში“ მუშაობისთვის მასწავლებლებს ახალ რეკომენდაციებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სთავაზობს
02-09-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურად იწყება. იმის გათვალისწინებით რომ სწავლის დაწყებამდე ორიოდე კვირა დარჩა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს რამდენიმე საჭირო რეკომენდაციას სთავაზობს, რომელიც მათ Microsoft Teams- გამოყენებისას დაეხმარება. 

  • პირველკლასელ მოსწავლეების მომხმარებლებს, რომელსაც გამოიყენებენ როგორც თავიანთ ბუკებში, ასევე Microsoft Teams ში შესასვლელად, გადასცემს სკოლა სწავლის დაწყებამდე, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ იქნება შექმნილი.
  • მომხმარებელი, რომელიც ვერ შედის Microsoft Teams-ში იმ მიზეზით, რომ პაროლი ან მომხმარებლის სახელი არასწორად შეჰყავს ან დავიწყებული აქვს, უნდა ისარგებლოს ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნდეს, მომხმარებლის სახელის სისწორეში, რომელსაც აღდგენის დროს ნახავს და ახალი პაროლით შეცვალოს. მომხმარებლის სახელის აღსადგენად და პაროლის შეცვლისთვის აუცილებელია ინსტრუქციას ზედმიწევნით სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. ინსტრუქციის ბმული იხილეთ: https://youtu.be/R1O6vz9puJg
  • თუ მოსწავლე შეიცვლის სკოლას ან კლასიდან კლასში გადავა, (და მას ჰქონდა უკვე შექმნილი მომხმარებლის სახელი) მომხმარებლის სახელი და პაროლი უცვლელი რჩება. სარგებლობას აგრძელებთ ჩვეულებრივ. ახალ სკოლაში/კლასში გადასვლის შემდეგ, თავად მასწავლებელი ამატებს ახალ გუნდებში.
  • ის მოსწავლე, რომელსაც არ ჰქონდა მომხმარებლის სახელი, (მაგალითად კერძო სკოლაში სწავლობდა,არ სარგებლობდა Teams-ით და ახალ სკოლაში არ აქვს მომხმარებლის სახელი) eschool-ში მოსწავლის კლასზე განაწილების შემდეგ, ავტომატურად შეექმნება მომხმარებელი 24 საათში და მისი მომხმარებლის და დროებითი პაროლის მიღებას შეძლებს paroli.ge დან.
  • ყველა მოსწავლის მომხმარებლის სახელი ასახულია Eschool-ის ბაზაში, მოსწავლის პირად გვერდზე რომლის ნახვა და წვდომა აქვს კლასის დამრიგებელსა და ადმინისტრაციას.
  • კალენდრიდან წაშალეთ ყველა შეხვედრა, რომელიც აღარ გჭირდებათ და არაა აქტიური. სხვა შემთხვევაში გადატვირთული კალენდარი გამოიწვევს გარკვეულ შეხერხებას მუშაობის პროცესში. ამისათვის ისარგებლეთ მითითებული ბმულით: https://youtu.be/P6i0igMB1aA
  • თუ არ გაქვთ Microsoft Teams-ი გადმოწერილი და დაინატალირებული, ან გაქვთ მაგრამ მისით სარგებლობა ვერ ხერხდება, დააყენეთ ახლიდან მითითებული ბმულის გამოყენებით : https://youtu.be/IjCUW7--vFo
ყველა საჭირო ინსტრუქცია, რომელიც Microsoft Teams-ის მუშაობისთვის გჭირდებათ, განთავსებული არის პორტალზე https://el.ge/articles/microsoft/category/457... მოძებნეთ სასურველი კითხვის პასუხი და ისარგებლეთ მოცემული ინსტრუქციით. როგორც ტექსტური, ისე ვიდეო სახით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება