| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021-2022 სასწავლო წელის დისტანციურად იწყება და ეს შეზღუდვა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. არავინ იცის, რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ და დაბრუნდებიან თუ არა მოსწავლეები საკლასო ოთახებში. ამ ფონზე კი ბუნებრივია, ონლაინ-გაკვეთილების ეფექტურად წარსამართად, არა მხოლოდ საჭირო ტექნიკა, არამედ ინტერნეტკავშირიც უმნიშვნელოვანესია.
ჯერ კიდევ შარშან, სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხმამაღლა საუბრობდა, რომ ხარისხიანი ინტერნეტკავშირის პრობლემა იყო არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დიდ ქალაქებშიც კი. სწორედ აქედან გამომდინარე, შარშან, სახელმწიფომ ინტერნეტ-პროვაიდერებთან გააფორმა ხელშეკრულება და მოსწავლე-მასწავლებლებს იაფი ინტერნეტ-პაკეტი შესთავაზეს. რა მოხდება წელს, როცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სწავლა დისტანციურად იწყება? კვლავ ექნებათ თუ არა საშუალება, როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს, ისარგებლონ იგივე სერვისებით?
ამ კითხვებით, etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „მსგავს შეღავათებს სავარაუდოდ კვლავ შესთავაზებენ სკოლებს, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას