სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინც შემოდგომით გამოცდას ელოდება - მასწავლებლის სახლმა განცხადება გაავრცელა
13-09-2021
-
+


პედაგოგების გამოცდები დასრულდა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული მათი კომენტარებითა და შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, საკუთრი შედეგებით დიდად კმაყოფილები არ არიან. ნაწილი გამსწორებლების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყენებს; ნაწილი სტრესულ გარემოს ასახელებს მიზეზად, ასევე შემცირებულ საგამოცდო დროსა და გართულებულ საკითხებს... ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ აპლიკანტები უკმაყოფილოები არიან და განსაკუთრებით ეს ეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებისთვისაც ეს გამოცდა სკოლაში დარჩენის ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო; თუმცა მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და მათ 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისამდე შესაძლებლობა ექნებათ 19 კრედიტი მოაგროვონ.

ბევრმა ეს გადაწყვეტილება ისე გაიგო, თითქოს შემოდგომით პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდას ხელახლა ჩააბარებდნენ, თუმცა სწორედ მათთვის, ვისაც ეიმედება - ტესტს ხელახლა დაწერს, მასწავლებლის სახლმა მკაფიო განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ არანაირი გამოცდა არ იქნება. მასწავლებლის სახლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ 2021 წლის 27 ივლისის საქართველოს მთავრობის N379 დადგენილებას „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიხედვით, სისტემაში დარჩენილ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ, ვინც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყვნენ დარეგისტრირებულნი საგნობრივი და/ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე) მიეცათ 2021 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებისა (რომლის შედეგიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე) და, უკვე მათთვის შეთავაზებული 5-კრედიტიანი ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, 19 კრედიტქულის შევსებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

გამოცდის შედეგების მიხედვით, მასწავლებლებს eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახებათ უკეთესი შედეგი, რაც ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა 1 კრედიტზე და გადაბარების შემთხვევაში მიიღებს 4 ან 7 ან 10 კრედიტს, მას eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი. თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის ეს შედეგი.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა, აცხადებს კონკურსს“.

რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკოს პედაგოგებს, 19 კრედიტქულის მოგროვება მოლოდ ზემოაღნიშნული აქტივობით შეუძლიათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება