| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველას გვაქვს რაღაც დაფარული ნიჭი, რომლის შესახებაც ბევრი ღრმა სიბერეშიც ვერ იგებს, თუმცა არსებობენ გამონაკლისები. დღეს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ჭკვიან ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებმაც არამხოლოდ საკუთარი ნიჭი აღმოაჩინეს, არამედ ძალიან დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს და მსოფლიო მათ ნამდვილ გენიოსებად თვლის.
პრიანში სომანი (Priyanshi Somani)
პრიანში წარმოშობით ინდოეთიდან არის და ცნობილია, როგორც „ადამიანი გამომთვლელი“. მან არითმეტიკული გამოთვლები ჯერ კიდევ 1 წლის ასაკში დაიწყო და გონებრივ არითმეტიკაში მსოფლიო თასი აქვს მოგებული. ის ასევე პოგოს საოცარ ბავშვთა ჯილდოს მფლობელი გახლავთ, გარდა ამისა მის სახელს გინესის რეკორდებისა და ლიმკას მსოფლიო რეკორდების წიგნებში შეხვდებით.
გრეგორი რ სმიტი (Gregory R Smith)
გრეგორი, 1990 წელს დაიბადა. გაგიკვირდებათ და ნობელის პრემია მან ერთი წლის ასაკში მიიღო, ხოლო 14 წლისას უკვე უთვალავი წიგნი ჰქონდა წაკითხული და დამახსოვრებული. გრეგორი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული, რადგან მან უნივერსიტეტში 10 წლის ასაკში ჩააბარა. იგი მოძრაობა, International Youth Advocates-ის დამფუძნებლად ითვლება, რომელიც მსოფლიო ახალგაზრდებში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.
აელია ანდრე (Aelia Andre)
აელია, 2007 წელს დაიბადა და თავისი ნახატებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბავშვად ითვლება. მან ხატვა ცხრა თვის ასაკში დაიწყო და საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს პირველად ორი წლის ასაკში უჩვენა. მისი გამოფენები ნიუ-იორკის მუზეუმებში მოეწყო. აელიტა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ჭკვიან მოზარდად ითვლება.
აკრიტ იასვალი (Akrit Jaswal)
აკრიტ იასვალი ინდოეთში დაიბადა და ყველაზე ჭკვიან ბავშვად ითვლება, რადგან მისი IQ 146-ს შეადგენს. პირველად პოპულარობა 7 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც შემთხვევით „ქირურგიული“ ოპერაცია ჩაატარა. მისი პაციენტი მეზობლის 8 წლის გოგონა იყო, რომელიც ხელის დამწვრობით იტანჯებოდა. ბიჭმა, რომელსაც შესაბამისი ხელსაწყოები არ ჰქონდა, ყველაფერი იღონა გოგონას დასახმარებლად და ხელი გადაურჩინა. ამ ისტორიის შემდეგ აკრიტი სასწვლებლად Chandigarh College-ში წავიდა და იგი ინდოეთსი ყველაზე პატარა სტუდენტად ითვლება.
კიმ უნგ-იონგი (Kim Ung-Yong)
კიმ უნგ იანგი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ჭკვიანი ბავშვების სიაში პირველ ადგილზეა. დაიბადა 1962 წლის 8 მარტს კორეაში. იგი გინესის რეკორდსმენად ითვლება, რადგან მისი IQ 210-ს შეადგენს. 3 წლისას უკვე თავისუფლად შეეძლო იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე კითხვა. ხუთი წლისას მას უკვე ყველაზე რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეეძლო. 7 წლის ასაკში NASA-სთან ითანამშრომლა, 15 წლისას უკვე დოქტორის ხარისხი ჰქონდა მოპოვებული.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას