სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დღეს 18:00 საათამდე უნდა შეცვალონ - მათ პროგრამების არჩევა შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ
25-08-2021
-
+


აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს სთხოვს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. 
 
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ღილაკის - „შენახვა“ გამოყენება.
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.
 
ამ კონკრეტული ვადის - 25 აგვისტოს 18:00-ის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება