სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„კარგი იქნება თუ ღვაწლმოსილ პედაგოგებს სხვა გზას შესთავაზებენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად“თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
25-08-2021
-
+


დედის რჩევით მასწავლებლის პროფესია აირჩია და რუსულ ფილოლოგიაზე ჩააბარა. უკვე 43 წელია, რაც ბავშვებს ასწავლის და პარალელურად ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორია. პროფესიულ გზაზე შეხვდა არაერთი სირთულე, რომელსაც ღირსეულად გაუმკლავდა და დასძლია. ეს ადამიანი გახლავთ მარინა გიგაური, რომელიც არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

მარინა გიგაური: ჩემი პედაგოგობა 1978 წლიდან იწყება და 43 წელს ითვლის. თავიდან დავიწყე საქმეთა მმართველობით, მერე გავხდი უფროსი პიონერთა ხელმძღვანელი, სასწავლო ნაწილი და ბოლოს, დირექტორი. ბავშვი არის ჩემი სუსტი წერტილი და უზომოდ მიყვარს საკუთარი საქმე. 43 წელი ცოტა დრო არ არის, მთელი ცხოვრებაა... ჩემს საქმეზე ძალიან შეყვარებული ვარ - შესისხლხორცებული მაქვს. 5 წელში 65 წლის გავხდები და მინდა, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა კეთილსინდისიერად დავაგვირგვინო. ამ წლების მანძილზე იმდენი სითბო, სიყვარული და მადლიერი ადამიანები მივიღე, რომ სწორედ ამისთვის ღირდა ცხოვრება. „რასაც დასთეს იმას მოიმკი“ და მსურს, კეთილი კვალი დავტოვო ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.

- ანუ, თავიდანვე გინდოდათ, რომ მასწავლებელი ყოფილიყავით?

- სიმართლე გითხრათ, არა, ძალიან მომწონდა სამართალმცოდნეობა, მაგრამ მამამ არ მომცა უფლება ამ პროფესიაზე,  მესწავლა. მერე დედამ მირჩია პედაგოგობა და ასე გადაწყდა ეს ამბავი. ჩავაბარე რუსულ ფილოლოგიაზე. ბოლოს, დედა მართალი აღმოჩნდა, რადგან ძალიან შემიყვარდა ჩემი პროფესია.

- საგაკვეთილო საათები დღემდე გაქვთ?

- საგაკვეთილო საათები მცირე რაოდენობით მაქვს - 10 საათის ზემოთ სკოლის ხელმძღვანელს არ აქვს უფლება დატვირთული იყოს, თუმცა ამის პრეტენზია არც არასდროს მქონია,  ჩემთვის მთავარია ბავშვებთან მქონდეს ურთიერთობა და მათ ღიმილიან სახეებს ვუყურო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დირექტორისთვის საგაკვეთილო საათები?

- ვფიქრობ, თუ დირექტორს დამთავრებული აქვს პედაგოგიური და გააჩნია მასწავლებლის დიპლომი, ამ შემთხვევაში უნდა ასწავლოს ბავშვებს, რათა  უკეთ გაითავისოს რასთან არის დაკავშირებული სკოლის მართვა. როცა გაკვეთილზე შედიხარ და მოსწავლეების შინაგან სამყაროს უყურებ, მერე სულ სხვანაირად წარმართავ რიგ პროცესებს. იყო დირექტორი, ძალიან შრომატევადია, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა. ზოგი დირექტორი არ არის პედაგოგი და მენეჯერული თვისებებით მართავს სკოლას, ესეც კარგია და დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს, მაგრამ მოსწავლეებთან  ერთად საგაკვეთილო პროცესში ჩართვა აუცილებელია. ალბათ, ამ დროს უფრო მეტად გესმის ბავშვების და მეტს იგებ მათ შესახებ.

- დირექტორობა რატომ გადაწყვიტეთ?

- მთელი ცხოვრება ბავშვებს ვასწავლი, თუმცა მერვე წელია, რაც დირექტორი ვარ. ორი წელი ვიყავი N193 სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და 2014 წლიდან N9 საჯარო სკოლაში ვარ დირექტორად. ვფიქრობ, რომ კარგი დირექტორი და პედაგოგი ვერ იქნები, თუ ბავშვები არ გიყვარს.

რაც შეეხება დირექტორობის სურვილს, N193 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. ამ სკოლის დახურვის საშიშროება არსებობდა. მაშინ ვიფიქრე, იქნებ სკოლა და ეს ბავშვები გადავარჩინო-მეთქი და ამის გამო, დავიწყე ფიქრი დირექტორობაზე. ჩემი მიზანი იყო სკოლა არ დაეხურათ ან სხვა სკოლას არ შეერთებოდა, ამიტომ გავედი გამოცდაზე და ჩავაბარე, თუმცა, სამწუხაროდ, სკოლა ვერ გადავარჩინე. გამოცდის ჩაბარებიდან მეორე დღეს დახურეს...მერე დავინიშნე N9 საჯარო სკოლის დირექტორად, თუმცა აქამდე მოსასვლელი გზაც არ იყო მარტივი...

- ქალბატონო მარინა, როგორ ფიქრობთ, რომელი ფორმატით დაიწყება ახალი სასწავლო წელი?

- თუ, როგორი ფორმატით დაიწყება სწავლება, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ვიგებთ, გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვი შესაბამისად, ვფიქრობ, ახალი სასწავლო წელი კვლავ დისტანციურად დაიწყება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის სასურველია, სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში განახლდეს. 

- რამდენი პირველი კლასი გაიხსნება წელს თქვენს სკოლაში?

- პირველკლასელთა 3 პარალელი გვეყოლება, სულ 75 ბავშვი. მართალია, მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სკოლის შენობიდან გამომდინარე (არც ისე დიდია სკოლაა), ვერ შევძელით მეტი პირველკლასელის მიღება - სასწავლო ოთახების შეზღუდული რაოდენობა გვაქვს. რაც შეეხება რეგისტრაციას, შესანიშნავად ჩაიარა - 2 წუთში თითქმის  ყველა ადგილი შეივსო. გამოგიტყდებით, ბევრმა მშობელმა გვთხოვა, კიდევ ერთი კლასი დაგვემატებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა.

- რამდენად რთული იქნება მათთვის ონლაინ სწავლება?

- პირველკლასელთათვის ონლაინ სწავლების რეჟიმი ურთულესია. სიმართლე გითხრათ, მომხრე ვიყავი იმის, რომ მხოლოდ პირველკლასელებს მაინც შესძლებოდათ სკოლაში სიარული, თუნდაც ერთი თვით, რათა ბავშვები შეგუებოდნენ საკლასო ოთახებსა და სასკოლო გარემოს. ვნახოთ რისი შესაძლებლობა გვექნება.

- გასული სასწავლო წლიდან გამომდინარე, როგორ შეძლეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესთან ადაპტირება?

- გასული სასწავლო წელი სასკოლო გარემოში დავიწყეთ, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ რაღაც პერიოდი საკლასო ოთახებში ევლოთ. აქედან გამომდინარე, მათ არ გასჭირვებიათ ადაპტირება. თუმცა, დისტანციური სწავლება იმდენად ეფექტური არ არის, როგორც პირისპირ. საკლასო ოთახში მათ უფრო მეტი თვალსაჩინოება აქვთ და გაცილებით კარგად ეუფლებიან ახალ მასალას, მაგრამ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ მეთოდით სწავლებასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო განათლების სამინისტროს მხარში დგომა და დახმარება; გაგებით ეკიდებოდნენ მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლის, დირექციის მდგომარეობას. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად წარიმართება, მაგრამ თუ მაინც დისტანციურ რეჟიმზე მოგვიწევს გადასვლა, დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტროსგან თანადგომა კვლავ გვექნება.

- მშობლების ჩართულობა, როგორი იყო დისტანციური სწავლებისას?

-  ჩვენს სკოლაში მშობლების ჩართულობა ყოველთვის მაღალი იყო - თანამშრომლობენ, როგორც პედაგოგებთან, ასევე დირექციასთან. მათი ასეთი დამოკიდებულება დიდი სტიმულია ჩვენთვის.


- გასულ სასწავლო წელს ბავშვებმა შეძლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვლილი პროგრამის დაძლევა?

- დაძლიეს ნამდვილად. ამისთვის მასწავლებლებმა თავდაუზოგავად იშრომეს. პედაგოგები ნამდვილი გმირები არიან, შეუძლებელია მათ მიერ გაკეთებული საქმე არ დავინახოთ, ეს უმადურობა იქნება. თავად ვესწრებოდი გაკვეთილებს და ვუყურებდი, როგორ გადასცემდნენ ახალ მასალას ბავშვებს. თითოეულს იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ ინფორმაცია მოსწავლეებამდე მიეტანათ. გარდა პროგრამულისა, არაპროგრამულ მასალასაც აწვდნიდნენ, რომლებსაც ბავშვები სიამოვნებით ითვისებდნენ. წელს 10 ოქროსმედალოსანი გვყავდა.

მოსწავლეების უმრავლესობა სასწავლო პროცესში ჩართული იყო. ზოგს საპატიო  მიზეზი ჰქონდა - კომპიუტერი და შესაბამისი ტექნიკა არ მოეპოვებოდა. მსგავსი პრობლემები ნამდვილად იყო, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ასეთ ბავშვებს მასწავლებელი ტელეფონით უკავშირდებოდა და ანიშნინებდა დავალებას. მოკლედ, არც ერთი ბავშვი არ დარჩენილა ყურადღების მიღმა.

- რამდენად რთული იყო პედაგოგებისთვის გასული სასწავლო წელი? მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ?

- რთული და დამღლელი იყო ნამდვილად, გარდა შერეული სწავლებისა და ტრენინგები ჰქონდათ, მასწავლებლები ოჯახისთვისაც ვერ იცლიდნენ. ზოგს კოვიდი დაუდასტურდა და ამიტომ ვამჯობინეთ, წელს „ახალი სკოლის მოდელში“ არ ჩავრთულიყავით, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან აუცილებად ვაპირებთ ჩართვას.

- მასწავლებლების გამოცდების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- გამოცდები კარგია, მაგრამ მათი ფორმა მაფიქრებს. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ  ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც 20 წელზე მეტია ემსახურებიან სკოლას, სხვა გზას შესთავაზებენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. როცა ადამიანს ამდენი წელი აქვს ნამუშევარი და ეუბნები, ახლა გამოცდა უნდა ჩააბარო, არ მგონია მართებული. უკეთესი ხომ არ იქნება, მათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსები ჩაუტარონ, თუნდაც 3-5 წელში ერთხელ?! სიახლეები კარგია, მაგრამ ეს გამოცდები უნდა იყოს დამწყებთათვის და არა კვალიფიციური პედაგოგისთვის, რომელსაც მასწავლებლობის დიდი გზა აქვს გავლილი.  

- ზოგი პედაგოგი ტრენინგების და გადამზადების წინააღმდეგი, რომ არის...

- ცალკე ტრენინგები და გადამზადება ძალიან კარგია, უბრალოდ ამათთან ერთად გამოცდა არის რთული. უნდა იყოს მხოლოდ ტრენინგები, ან მხოლოდ გამოცდები. აუცილებელია ახალი მიდგომები, რადგან დღეს პედაგოგობის მსურველი ნაკლებად გვყავს. მასწავლებლების ანაზღაურება, რომ იზრდება ეს გარკვეულწილად სტიმულის მიმცემია მათთვის, თუმცა კადრების დეფიციტი სამწუხაროდ არის. აქვე აღვნიშნავთ, რომ კარგი იქნება სკოლებში ტექნიკური პერსონალის შრომაც უფრო მეტად იყოს დაფასებული. ეს საკითხი ძალიან მადარდებს.

- მასწავლებლების დეფიციტია სკოლებში?

- რიგ საგნებში ახალგაზრდა კადრების დეფიციტია. როცა ვაკანსიებს ვაცხადებთ, საერთოდ  ახლოსაც, რომ არ არიან საქმესთან ისეთი რეზიუმეები მოდის. დიდი შეფერხებაა ამ კუთხით. CV მოდის მცირე რაოდენობით, მასწავლებლების დეფიციტია სკოლებში.


კომენტარები


სკოლები
აღნიშნული კონკურსის ფინალური ეტაპი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში გაიმართა
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გურჯაანელი მოსწავლეებისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს გაიმართა
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გურჯაანელი მოსწავლეებისთვის 26 ოქტომბერს გაიმართა
სიახლეები
200-ზე მეტი სკოლა სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზეა

საჭიროა თუ არა კოვიდტესტირება მასწავლებლებისთვის, როცა სკოლა ონლაინ სწავლებაზეა?
დასაფინანსებელი მაგსიტრანტების სრული სია და ყველა დეტალი
„სამინისტროს აკისრია მნიშვნელოვანი როლი პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების განვითრებაში“ - ჩხენკელი
ინკლუზიური განათლება ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვას გულისხმობს

ვინა არის პასუხისმგებელი ისგ-ს შედგენაზე და რამდენი ადამიანი უნდა იყოს ჯგუფში, რომელიც სსსმ მოსწავლისთვის მუშაობს?
საინტერესო
200-ზე მეტი სკოლა სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზეა

საჭიროა თუ არა კოვიდტესტირება მასწავლებლებისთვის, როცა სკოლა ონლაინ სწავლებაზეა?
ინკლუზიური განათლება ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვას გულისხმობს

ვინა არის პასუხისმგებელი ისგ-ს შედგენაზე და რამდენი ადამიანი უნდა იყოს ჯგუფში, რომელიც სსსმ მოსწავლისთვის მუშაობს?
ლატვიაში ზრდასრული მოსახლეობის 54%-ია აცრილი, მაშინ როცა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 74%-ია
მასწავლებლების პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება - 20-ზე მეტი ბავშვი აიძულო დღეში რამდენჯერმე შემოვიდეს საგანმანათლებლო პლატფორმაზე, მარტივი არ არის
პიროვნება
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა მახარაძე საუბრობს
ეტალონი
26 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა
კონკურსში თელაველი მოსწავლეები ჩაერთნენ
შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები
კონკურსში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება