სიახლეები
სამასწავლებლო

„დასწრებითი სწავლებისას შედეგზე უფრო გავდივართ“ - დირექტორები სწავლის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით
13-08-2021
-
+


ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ სწავლა შესაძლოა დისტანციური რეჟიმში განახლდეს. რამდენად მზად არიან მოსწავლეები და პედაგოგები სწავლის დისტანციურ რეჟიმში წარმართვისთვის და როგორი შედეგი აქვს ონლაინ სწავლებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ etaloni.ge სკოლების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.

ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დისტანციური სწავლების გამოცდილება პედაგოგებს და მოსწავლეებს გვაქვს, თუმცა ტექნიკური აღჭურვილობაა პრობლემა და ის რომ ბავშვების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ვფიქრობ, ეს ფაქტორი კვლავ ხელის შემშლელი იქნება.  იმ მოსწავლეებთან, ვინც ჩართვას ვერ ახერხებდნენ, სხვანაირად ვცდილობდით კომუნიკაციას, მაგრამ სრულყოფილი სწავლება რა თქმა უნდა არ გამოდიოდა. მსგავსი პრობლემის მქონე მოსწავლეებს სკოლაში ვუბეჭდავდით დავალებებს და ასე, მატერიალური სახით ვაძლევდით მასალებს. ზოგიერთი მოსწავლე ისეთ ადგილას ცხოვრობს, რომ ტელეფონსაც კი უჭირს მიღება. ინტერნეტის მხრივ მასწავლებლებსაც პრობლემები გვქონდა. დასამალი არ არის, რომ პედაგოგებსაც გვიჭირდა, რადგან ტექნოლოგიები და დისტანციური სწავლების მეთოდები კარგად არ ვიცოდით. ახლა უფრო მეტად ვართ გარკვეულები და ვფიქრობთ, თუ დისტანციურ რეჟიმში იქნება სწავლა, ეს წელი უფრო ხარისხიანი იქნება. სწავლების ცოცხალი პროცესი მაინც სულ სხვაა, მოგეხსენებათ ზოგიერთ საგანს თვალსაჩინოება და ლაბორატორია ესაჭიროება; თუნდაც, მათემატიკის გაკვეთილი, სადაც დაფასთან უნდა იყო, ყველა საგანი განსხვავებულია და სხვადასხვა რესურსს მოითხოვს, რაც დისტანციური სწავლებისას ვერ ხერხდება.

რუსუდან დავითაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის დირექტორი:

- როგორც ვიცი შეზღუდვები 4 სექტემბრამდეა და საბოლოოდ როგორ განახლდება სწავლა ჯერ არ ვიცით. სკოლა მზად არის როგორც დისტანციურ, ისე დასწრებითი რეჟიმში სწავლის გასაახლებლად. წინა წელს მოსწავლეებში გამოკითხვა ჩავატარეთ, თუ როგორი მდგომარეობა ჰქონდათ ინტერნეტისა და ტექნიკის მხრივ. რა თქმა უნდა ხარვეზები იყო და ალბათ კვლავ იქნება. წინა წელი მაინც სატესტო რეჟიმის იყო და ახლა უფრო ვართ მზად დისტანციური სწავლებისთვის. მოსწავლეები და მათი ოჯახები სასწავლო პროცესში ჩასართველად მზად არიან და ინტერნეტის პრობლემა როგორც ვიცი არ აქვთ.

ნაირა ღონიაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დისტანციური სწავლების გამოცდილება უკვე გვაქვს. მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტი არ ჰქონდათ ჩართეს. რა თქმა უნდა გამონაკლისები იქნება ახლაც, თუმცა ისეთი რომ ამან სწავლის პროცესი შეაფერხოს არ მგონია იყოს. მასწავლებლებიც და მშობლებიც მაქსიმალურად არიან მობილიზებულები. შარშან, პირველ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა გაგვიჭირდა, რადგან როგორც აღვნიშნე ინტერნეტის და ტექნიკის პრობლემა იყო. ახლა მეტნაკლებად გამოცდილება დაგროვდა, ოჯახებიც მზად არიან. ვიმედოვნებ, ეპიდსიტუაცია გამოსწორდება და სწავლას საკლასო ოთახებში დავიწყებთ. ის ბავშვები, რომლებიც საკლასო გარემოში კარგად სწავლობდნენ, მერწმუნეთ დისტანციურადაც ანალოგიურად განაგრძობენ, ხოლო ისინი ვინც შედარებით სუსტები იყვნენ ონლაინ სწავლებისას ფონს სხვების ხარჯზე გადიან.

ალექსანდრე ლომიძე, ქრისტეფორე III-ის  სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეების 60%-ს ინტერნეტისა და ტექნიკის პრობლემა არ აქვთ. პედაგოგებიც მზად არიან დისტანციური სწავლებისთვის. მოსწავლეები უფრო არ არიან მზად დისტანციური რეჟიმში სწავლებისთვის ვიდრე პედაგოგები, რადგან მათ ურთიერთობა უნდათ ერთმანეთში. განათლების მხრივ კი, დისტანციურ სწავლებას ჩვენი მოსწავლეების ქულებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ლევან სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას ძირითადად შეჩვეულები არიან, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ზოგ მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს. სკოლას რაც შეგვეძლო ვეხმარებოდით მსგავსი პრობლემის მქონე მოსწავლეებს, მაგალითად ორ ბავშვს ჩავურთეთ ინტერნეტი, თუმცა ეს ყველასთან ვერ ხერხდება. მასწავლებლები წინა წელს გაკვეთილებს შეუფერხებლად ატარებდნენ და ახლაც, თუ დისტანციურად განახლდება სასწავლო წელი იგივე განმეორდება.


მედეა ფაღავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სწავლის გასაახლებლად ჩვენ მზად ვართ. დისტანციურ სწავლებას ასე თუ ისე შეჩვეულები ვართ. ონლაინ სწავლებას ექნება რაღაც ხარვეზები, თუმცა არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი და პრობლემატური იყოს. მოსწავლეებს წინა წელსაც ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა და არ იყო შეფერხებები, წელსაც მგონია ანალოგიურად იქნება. პედაგოგებს რაც შეეხებათ, იმდენად ვართ მობილიზებულები, რომ ტელეფონებშიც გვაქვს ინტერნეტი გააქტიურებული, რომ სწავლა შეუფერხებლად წარიმართოს. სწავლის მხრივ კი ის მოსწავლე, რომელიც დასწრებით რეჟიმში მეცადინეობდა დისტანციური სწვალებისასაც წარმატებული იქნება. მოტივაცია, რა თქმა უნდა დისტანციურ რეჟიმში უფრო დაბალია, ვიდრე კლასში, პირდაპირი ურთიერთობის დროს. დასწრებითი სწავლებისას შედეგზე უფრო გავდივართ, ეს ბუნებრივი პროცესია.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს შეხვდა 

თბილისის მერიამ სტუდენტთა დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყო - ყველა დეტალი ცნობილია

 

შეგროვდება მონაცემებისაბავშვო ბაღების თანამშრომლებზე, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებზე - დეტალები კანონითაა განსაზღვრული

ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას

 

 

 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება