სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მშობელი ემოციურად და სულიერად მზად უნდა იყოს, ბავშვის კითხვა უპასუხოდ არ დატოვოს“
12-08-2021
-
+


ONLINE-გადაცემა „გაამოს“ - ესაა სააზროვნო საუბრები აღზრდა განათლებაზე, პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალ ადამიანებთან,  მზრუნველ ოჯახებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად.

დასკვნითი გადაცემა უცვლელმა წამყვანმა და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ამ პროექტის შექმნისკენ უკიდურესმა აუცილებლობამ გვიბიძგა. მოზარდების გააზრებულ აღზრდა-განათლებაზე საფიქრალად, დღეს, სამწუხაროდ, არავის სცალია - არც ტელევიზიებს, არც ტელესახეებს, არც სახელმწიფო მოხელეებს, არც პოლიტიკოსებს... ქვეყანა სხვა დღის წესრიგით ცხოვრობს.

ONLINE-გადაცემა „გაამოს“ იმისთვის შეიქმნა, მოზარდების აღზრდა-განათლების თანამედროვე პრობლემებს არამარტო მივადევნოთ თვალი, არამედ  გადავწყვიტოთ ისინი. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პირველი 5 გადაცემა, დღეს კი მე-6 - შემაჯამებელი გადაცემაა და აქვე გიამბობთ ჩვენი იდეის შესახებ ვაპირებთ, შევქმნათ საოჯახო სახელმძღვანელო „პრაქტიკული ფსიქოლოგიის წიგნი“, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა მშობლებს, ბებია-ბაბუებს - მოზარდების გარდატეხის ასაკი გადაიტანონ უმტკივნეულოდ. ასეთი საოჯახო სახელმძღვანელო შექმნის ყველანაირი პირობა არსებობს. გვინდა იცოდეთ - ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ რაღაცას მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაგვეთვალოს. ამ პროექტს ექნება ღრმა, შინაარსობრივი დატვირთვით გაგრძელება“.

დასკვნითი გადაცემის თემა გახლდათ ზაფხული - თუ  როგორ უნდა დაიგეგმოს მოზარდის საზაფხულო დასვენება, მხოლოდ გართობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება თუ შემეცნებასა და ცოტა მეცადინეობაზეც?

თანაწამყვანმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვაზე, ჯანსაღი მომავლის, ინტელექტუალი ახალგაზრდების ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ფსიქიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდაზე უკეთესს  ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ცხოვრებაში.

„ბავშვისთვის არდადეგები დასვენების პერიოდია და შენიშვნად მიმიცია ახლობლებისთვის, ბავშვებს რუტინულად რომ უგეგმავენ დღეს. ბავშვს დასვენებაც უნდა და სილაღეც; უნდა იგრძნოს, რომ ზაფხულია. არაფერში ვზღუდავ ჩემს შვილს ზაფხულის პერიოდში, წიგნის კითხვა კი უნდა იყოს მეგობრულად მიწოდებული და სხვათა შორის, ეს პრაქტიკა მუშაობს. ვფიქრობ, პირობითად, ზაფხულის 80% დასვენებას უნდა დაეთმოს. ჩვენი შვილები განძია, მთავარია, სწორი მოტივაცია შევუქმნათ, მეტი დრო დავუთმოთ, რაც უნდა დაღლილები ვიყოთ“.

მოწვეულმა სტუმარმა - ადიგენის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაცემის თემა სწორადაა შერჩეული და საკითხზე მსჯელობა ძალიან საინტერესოა:

„არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიგიღიათ. თემა ძალიან სერიოზული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და შემიძლია გითხრათ - კიდევაც უნდა გაერთოს ბავშვი, კიდევაც იმეცადინოს, რათა ნასწავლი მასალა არ დაავიწყდეს და ახალი სასწავლო წლის დაწყებისას უცოდინარი არ მივიდეს სკოლაში. დასვენება რომ უთუოდ დასაგეგმია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დაგეგმილი უნდა იყოს ოჯახთან ერთად. ასაკობრივი თავისებურებებიც გასათვალისწინებელია. ყველა მოსწავლეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მშობელმა დრო ბავშვთან ერთად უნდა გაატაროს, მასთან ერთად წაიკითხოს წიგნი; მთავარია, ბავშვს საშუალება მივცეთ, თამაშსაც დაუთმოს დრო და შემეცნებასაც. მშობელი კი ყოველთვის უნდა იყოს ჩართული“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი სილაგაძემ კი იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ „ეტალონი“, შემოქმედებით გუნდთან ერთად, ყოველთვის საჭირბოროტო თემებზე აკეთებს აქცენტს:

„ზაფხულის დაგეგმვაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რას აძლევს პედაგოგი სამიზნედ და სააზროვნოდ ბავშვებს. არსებული შეზღუდვების გამო, ახლა უკვე ზაფხულის დაგეგმვის დატვირთვა მშობლებზე მეტად  მოდის; ამიტომ ისეთ გარემოში უნდა გაატარებინოს ბავშვს ზაფხული, სადაც მეტი თავისუფლება ექნება, გამოავლინოს  შემოქმედებითი მხარე - ზაფხული ბავშვისთვის უნდა იყოს ახალი აღმოჩენების პერიოდი. გადაცემაში ძალიან საინტერესო გარემოებებზე კეთდება აქცენტი - ყველა ოჯახს არ ექნება შესაძლებლობა ბავშვებს დასასვენებლად სხვადასხვა ლოკაცია შეურჩიოს, თუმცა ოჯახი იმისთვის უნდა იყოს მზად, რომ მოზარდს ბევრი კითხვა ექნება და მასზე პასუხები უნდა უნდა მიიღონ. მშობელი ემოციურად და სულიერად მზად უნდა იყოს, ბავშვის კითხვა უპასუხოდ არ დატოვოს და აჰყვეს მსჯელობაში“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება