სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ სიხარულის ცრემლების ფონზე გამოვლინდა
19-01-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურა ქურასბედიანი, მერის თანაშემწე თორნიკე გასვიანი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ დიდი ემოციისა და ცრემლების ფონზე გამოვლინდა. 

გამარჯვება ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე ლიპარტელიანმა მოიპოვა. 

როგორც სალომე ლიპარტელიანი Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, გამარჯვებას არ ელოდა და მოპოვებული წარმატებით უბედნიერესია:

„უბედნიერესი ვარ, გამარჯვებას არ ველოდი. წლების წინაც ვიყავი ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილე. „ეტალონმა“ თანატოლების წარმატების გაზიარება და საკუთარი გამარჯვებისთვის ბრძოლა მასწავლა. ინტელექტ-შეჯიბრმა უფრო მეტად მოტივირებული გამხადა.“ 

ლენტეხის მერის თანაშემწე თორნიკე გასვიანი 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონსა“ და მის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს მადლობას უხდის:

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდი „ეტალონსა“ და მის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს. ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს  თავიანთი ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს. მადლობა თქვენს შემოქმედებით ჯგუფს განათლების წახალისებისთვის.“

ლენტეხის რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას შეფასებით, „ეტალონი“ ნამდვილად ეროვნული პროექტია, რომელიც მოსწავლეებში განათლების პოპულარიზაციასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება:

„ინტელექტ-ჩემპიონატში ლენტეხის მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს და მათ შორის ღირსეულმა გაიმარჯვა. სალომე ლიპარტელიანს ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.“

სალომე ლიპარტელიანს გამარჯვება 2016-2017 სასწავლო წლის „ლენტეხის ეტალონმა მოსწავლემ“ ლაშა ჩანქსელიანმაც მიულოცა და „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოგებაც უსურვა. 

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო ჯანხოთელმა სიხარული გამოხატა, რომ გამარჯვებული მოსწავლე სწორედ მისი სკოლიდანაა:


„ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი სკოლის მოსწავლე გახდა „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი. მინდა აღვნიშნო, რომ სალომე ლიპარტელიანი საუკეთესო მოსწავლე და ოქროს მედლის კანდიდატია.“

„ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი სალომე ლიპარტელიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება