სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღების კვების რაციონში მოიმატა ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა მავნე პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის ნორმა“ - კახა კალაძე
18-01-2018
-
+


„ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღების მენიუდან გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამოიღეს ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, შემცირდა მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. 

„ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო, თითქოს მერიამ შეამცირა აღსაზრდელების კვების მენიუ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. შეგახსენებთ, გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებით კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით მოხდა ახალი მენიუს დამტკიცება საერთაშოროსო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის, ხორცის, თევზის, ყველის და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ, ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები. მინდა წარმოგიდგინოთ მენიუ, თუ რით იკვებება ჩვენი მომავალი თაობა, ეს დაურიგდება მერიას და გასაჯაროვდება, რათა საზოგადოება გარკვეულმა ადამიანებმა არ შეიყვანონ შეცდომაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება