TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემოდგომით გამოცდა არ ჩატარდება - პრაქტიკოსების „მეორე შანსზე“ მასწავლებლის სახლი განმარტებას აკეთებს 
02-08-2021
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის „მეორე შანსის“ მიცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყება აღნიშნავს, „მეორე შანსი“ გამოცდის თავიდან ჩაბარებას სულაც არ ნიშნავს. 

მასწავლებლის სახლის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ: 

„მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ 2021 წლის 27 ივლისის საქართველოს მთავრობის N379 დადგენილებას „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიხედვით, სისტემაში დარჩენილ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ, ვინც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყვნენ დარეგისტრირებულნი საგნობრივი და/ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე) მიეცათ 2021 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებისა (რომლის შედეგიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე) და, უკვე მათთვის შეთავაზებული 5 კრედიტიანი ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, 19 კრედიტქულის შევსებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

გამოცდის შედეგების მიხედვით, მასწავლებლებს eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახებათ უკეთესი შედეგი, რაც ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა 1 კრედიტზე და გადაბარების შემთხვევაში მიიღებს 4 ან 7 ან 10 კრედიტს, მას eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი. თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის ეს შედეგი.

იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა, აცხადებს კონკურსს“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრელებულ განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება