სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გპირდებით, ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა იყოს აღიარებული“ - შეხვედრა სტუდენტებთან
31-07-2021
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლისთვის 6 წელში 1150 სტუდენტი დაფინანსდა და ჯამურად 43 მლნ ლარამდეა დახარჯული.

„ყველაზე დიდი ფასეულობა ჩვენთვის განათლება და ჩვენი ახალგაზრდობაა. ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებელობა, სწავლა გააგრძელოს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში მანამ, სანამ საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონეზე. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სწავლის გაგრძელება უცხოეთში, გამოცდილი მაქვს ჩემს თავზე, 20 წლის წინ, როდესაც საფრანგეთში ვსწავლობდი. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი ფოკუსირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებითი ფინანსების მოძიებაზე. მე აქედან მივიღე მოტივაცია და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი განვახორციელეთ. 6 წელიწადში 1150 საუკეთესო სტუდენტი იქნა შერჩეული და გაგზავნილი უცხოეთში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ.

რაც შეეხება ამ პროექტის მთავარ შინაარს - ჩვენ ყველა ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, ღებულობს განათლებას, მაგრამ ყველა უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ.

მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი ცოდნის რეალიზებაში. გპირდებით, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული.

ამ წლების განმავლობაში 43 მლნ-მდეა დახარჯული. ეს არ არის საკმარისი. შეგვიძლია ეს გავაორმაგოთ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. 1150 ახალგაზრდა უნდა გახდეს 10 ათასი. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ სანამ მიხეილ ჩხენკელი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე იქნას მიღწეული, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს მიხეილ ჩხენკელმაც მიმართა და აღნიშნა, რომ საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს, ეს მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიციაა. მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი წამყვან უნივერსიტეტებში მსოფლიო დონის განათლებას მიიღებენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა, განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის წინასვლას მოახმარონ.

„მინდა მთელი გულით მოგილოცოთ კონკურსში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები. თქვენი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ჩემი აზრით, საუკეთესო ინვესტიცია, რაც ქვეყანამ შეიძლება გააკეთოს ეს არის ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში გაკეთებული ინვესტიცია. ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მსოფლიო დონის განათლებას მიიღებთ წამყვან უნივერსიტეტებში, დაბრუნდებით სამშობლოში და თქვენს ცოდნას, განათლებასა და გამოცდილებას მოახმართ ჩვენი ქვეყნის წინასვლას“, - განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება