სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

შტატებში დამცავი ნიღაბი შექმნეს, რომელიც განსაზღვრავს, დაავადებულია თუ არა ადამიანი COVID-19-ით
01-08-2021
-
+


ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა დამცავი ნიღაბი შექმნეს, რომელიც 90 წუთში კორონავირუსის დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც გამოცემა SciTechDaily იუწყება, პროტოტიპი აღჭურვილია მინიატურული სენსორებით, რომლის საშუალებით, არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიების აღმოჩენაა შესაძლებელი. 

სენსორები ადამიანის სუნთქვისას COVID-19-ის ნაწილაკებს პოულობენ. ტესტის შედეგების ნახვა შესაძლებელია მხოლოდ შიდა მხარეს, რომ პაციენტის კონფიდენციალურობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ტესტი ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც PCR ანალიზი და ისეთივე სწრაფი, როგორც ანტიგენის ტესტები, რომლებიც COVID-19– ის სწრაფად დასადგენად გამოიყენება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სენსორების მოთავსება შესაძლებელია სხვადასხვა ტანსაცმელში, მათ შორის ექიმის ხალათში. 

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი თაობის ბიოსენსორები განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება სწრაფი რეაგირების სამსახურებისთვის - სამედიცინო პერსონალისთვის და სამხედროებისთვის“,-ამბობს კვლევის უფროსი ავტორი ჯეიმს კოლინზი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება