სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიაღწიო წარმატებას ნიშნავს შეცდომების გააზრებას, დასკვნების გაკეთებას და ყველაფრის თავიდან სწორად დაწყებას“-ლალი წულაია, იანეულის სკოლის დირექტორი
28-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორთან ლალი წულაიასთამ შედგა.

- წარმატება არის...
 
- მიზნის მიღწევა, ოცნების ასრულება როგორც ოჯახში ასევე საზოგადოებაში. მიაღწიო წარმატებას ნიშნავს შეცდომების გააზრებას, დასკვნების გაკეთებას და ყველაფრის თავიდან სწორად დაწყებას.

- ჩემი სკოლა მახსენებს...
 
- ცოდნის ტაძარს, გზას ბედნიერებისაკენ, სადაც წარმატებული და გახარებული მომავალი თაობები იზრდებიან.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ფლორა დევიძე, საოცარი მასწავლებელი იყო ვიზუალურად ასევე ცოდნით, გამოცდილებით, მოსწავლეებთან ურთიერთობით, ის ყველა საუკეთესო თვისებებით იყო შემკული რაც მასწავლებელს უნდა გააჩნდეს.

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- მიყვარდა სწავლა,  ვიყავი პასუხისმგებლიანი მოსწავლე,  ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ჩართული ვიყავი სხვადასხვა სასკოლო დავალებებში აქტიურად და წარმატებით.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- „ვეფხისტყაოსანი“.

- ზაფხულში ვცდილობ...

- კონტაქტი მქონდეს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ვცდილობ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო სკოლა არცერთი წუთით არ დავტოვო უყურადღებოდ, ვეძებ სიახლეებს და ვემზადები ახალი სასწავლო წლის შესახვედრად.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
 
- სწავლა და სიყვარული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება