| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში ექიმის ოთახი უკვე სრულყოფილად აღჭურვილია.
ექიმის ოთახის მოსაწყობად, სკოლას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 4420 ლარი ჩაურიცხა. სწორედ ამ თანხით შეძლეს ოთახისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა.
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან სკოლას 4420 ლარი ჩაერიცხა, რითიც შპს „პი ემ ჯი“-სგან 22 დასახელების ინვენტარი შევიძინეთ. მადლიერება უსაზღვროა. სექტემბერში სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო გალამაზებული დახვდებათ სკოლა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას