სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა
20-07-2021
-
+


ციციშვილის კლინიკაში შეყვანილი ორი კოვიდინფიცირებული ჩვილიდან ერთი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა. ამის შესახებ ციციშვილის „ბავშვთა ახალი კლინიკის“ სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.

„ეს ის პაციენტია, რომელზეც უკვე ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პირველ რიცხვში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, „დელტა“ შტამით იყო დაინფიცირებული. გადმოყვანილია სოხუმის კლინიკიდან. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, ბოლო დღეები განსაკუთრებით“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ დროისთვის მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 70 ბავშვი მკურნალობს.

16 ივლისს კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. 19 ივლისს კი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: 25 დღის ახალშობილი გარდაიცვალა - ჩვილს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო

მშობლები ავიცრათ, რომ შვილები არ დავაინფიციროთ - საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევები იმატებს

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება