სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ კეთებით, თამაშით“ - თეა ჭკადუა, იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუს სტუმარია თეა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი.

- წარმატება არის. . . 
- როდესაც გიყვარს და უყვარხარ.  გუნდური მუშაობა, სიახლეების ძებნა და დანერგვა, მუდმივი განვითარება და ა.შ  წარმატების საწინდარია.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 
- ერთ დიდ ოჯახს, სადაც სიყვარულია. ურთიერთპატივისცემა, ზრუნვა, თანადგომა ჩვენი დევიზია.  ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 
- ძალიან მიყვარდა იმიტომ, რომ ის იყო თბილი, მზრუნველი. მან საფუძველი ჩაუყარა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებას და ასევე საფუძველი ჩაუყარა განათლებას. ამისათვის მისი ძალიან მადლიერი ვარ.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 
- ძალიან მიყვარდა ისეთი გაკვეთილები, სადაც მექნებოდა ბევრი თამაშის და გართობის საშუალება. მაგ: სპორტი, ხელოვნება, მუსიკა.  მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ კეთებით, თამაშით. ასე უფრო ამახსოვრდება ბავშვს ნასწავლი. მნიშვნელოვანია ბავშვის კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 
- ,,ყველაფერი ყველაფერზე“


- ზაფხულში ვცდილობ. . . 
- დავისვენო შეძლებისდაგვარად, რომ მოვემზადო, მთელი შემართებით და მონდომებით დავიწყო  ახალი სასწავლო წელი.


- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 
- ,,ადამიანის ერთ, თბილ სიტყვას, შეუძლია შეცვალოს მთელი დღის განწყობა“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება