სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
08-07-2021
-
+


მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 14 ივლისამდე საქართველოში ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართება (The 34th International Young Physicists’ Tournament 2021). ტურნირის წლევანდელი მასპინძელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 

8 ივლისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც, გუნდები უკვე ასპარეზობას უნივერსიტეტის კამპუსში გააგრძელებენ. რამდენიმე დღის მანძილზე მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი უნარები ფიზიკის ღია ტურნირში გამოცადონ. 

წელს, ტურნირში 27- ქვეყნის ეროვნული ნაკრები იღებს მონაწილეობას. და15 ქვეყნის გუნდი  ქუთაისს ეწვევა. ეს ქვეყნებია, ავსტრია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი პაკისტანი, შვეიცარია, ხორვატია, უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, ირანი.  გუნდები შემდეგი ქვეყნებიდან კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვებიან ტურნირში: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა,  გერმანია, ინდოეთი, კორეა, მაკაო, ახალი ზელანდია,  სინგაპური, შვედეთი, ტაილანდი, ტაივანი და ჩინეთი.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად  „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ,  ყოველწლიურად ტარდება და  მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის  მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა  უნარები - წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. 

ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს - 8, ვერცხლის - 3 და ოქროს 1 მედალი.

აღსანიშნავია, რომ  1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების მეტად დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, განუვითარებს მათ მკვლევარისთვის აუცილებელ თვისებებს, პრობლემის გადაწყვეტისათვის საკუთარი კონცეფციის გამომუშავებისა და წარმოჩენის უნარებს. ამ პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია  და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.IYPT.org

დეტალებისთვის დაუკავშირდით KIU-ს პიარ სამსახურს, ტელ.: 593 26 06 09.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება