სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ონლაინ სწავლება, სირთულის მიუხედავად, პოზიტიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა“ - იაშა ცინცაძე, სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორი
29-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იაშა ცინცაძე, etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„
2020-2021 სასწავლო წელმა სახალვაშოს საჯარო სკოლა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა. ისევე, როგორც საქართველოს ბევრი სკოლისათვის,  ჩვენთანაც რთული აღმოჩნდა ონლაინ-რეჟიმში სწავლების წარმართვა, რადგან მოსწავლეთა ნაწილი ვერ ახერხებდა, სისტემატურად ჩართულიყო ონლაინ სწავლებაში.  მასწავლებლები ცდილობდნენ, ასეთი მოსწავლეებისათვის შეთავაზებინათ სწავლების ალტერნატიული გზები, რითაც მეტ-ნაკლებად, გავუმკლავდეთ პრობლემებს.

ონლაინ-სწავლება, სირთულის მიუხედავად, პოზიტიური შედეგისმომტანი აღმოჩნდა: მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც გულმოდგინედ ითვისებდნენ ონლაინ-პლატფორმას. მასწავლებლებმა შეძლეს და ონლაინ-სივრცე მრავალი ინოვაციური აქტივობით გაამრავალფეროვნეს,  რითიც გაკვეთილები მოსწავლეებისთვის გაცილებით საინტერესო გახადეს. ასეთმა შრომამ შედეგი გამოიღო  - ორმა მასწავლებელმა სწორად ონლაინ სივრცეში გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარა და აიმაღლა სტატუსი.

სკოლასმონატრებული საზოგადოებისთვის სასიხარულო და იმავდროულად, რთული აღმოჩნდა ჩვეულებრივ სწავლების რეჟიმზე დაბრუნება, თუმცა მასწავლებლები ცდილობდნენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე და დაეგეგმათ გაკვეთილები, რათა ესგ-თი გათვალისწინებულ  შედეგებზე გასულიყვნენ,  რაც, ვფიქრობ, ჩვენმა სკოლამ ნამდვილად შეძლო.

სწავლების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლამ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა  ადმინისტრაციასა და პედკოლექტივს. სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები ჩაბმული არიან „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებში და  მიღებულ ცოდნას  რეგულარულად უზიარებენ მასწავლებლებს.

მომავალი წლიდან, სასურველია, აღნიშნულ ტრენინგებში ჩაერთოს ყველა მასწავლებელი, რადგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებლებისგან მეტი სიახლის ათვისებას მოითხოვს, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. ძველი სქემით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად შესასრულებლად, მასწავლებლები დარეგისტრირებულნი არიან სავალდებულო ტრენინგებზე. ვფიქრობ, მიმდინარე სასწავლო წელი სახალვაშოს საჯარო სკოლამ წარმატებით დაასრულა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება