| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის - „თერჯოლის რაიონის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში კიდევ ორი მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება განხორციელდა.
კომპლექსური დავალების პირობის თანახმად მე-7ბ კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად (მადონა ჩხიკვაძე; მზია მაკარიძე) სოფელ სიმონეთში დ.კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ასევე, სოფელ ჩხარში ოქონას გორაზე მოინახულეს უთხოვარის ულამაზესი კორომით დამშვენებული წმინდა გიორგის სალოცავი.
„ბავშვებმა საინტერესო წერილები მისწერეს ვიზიტორებს, წერილში თითოეული ბავშვი უდიდეს პატივისცემას, მოწიწებას, სითბოსა და სიყვარულს იჩენს იმ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რაც ჩვენამდე მოვიდა და მოკრძალებულად მოუწოდებს თითოეულ ვიზიტორს ანალოგიური ქმედებისაკენ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი