სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„გეოგრაფიული მდებარეობიდან და რთული საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, აქ მუშაობა თითოეული პედაგოგისთვის გმირობის ტოლფასია“
29-12-2017
-
+


კასრისწყალის სკოლა 1986 წელს არის აშენებული. ამჟამად სკოლაში 33 მოსწავლეა და მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - აზერბაიჯანელები და სომხებიც არიან.

„სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არ არსებობდა ელემენტარული პირობები. ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა და ამაში ჩვენი რესურსცენტრის ხელმძღვანელიც დამეთანხმება, რომ სკოლაში პირობები გაუმჯობესდა.“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი გიორგი ბუღრიძე. 

„მინდა აღვნიშნო, რომ ამა წლის ზაფხულში ჩვენს სკოლაში დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, მოეწყო საპირფარეშოები, სველი წერტილები და გარე ეზო ახლით შემოღობვა. სწავლის დაწყების დღეს ჩვენს ბავშვებს განახლებული სკოლა დავახვედრეთ, მათ სიხარულსა და რეაქციებს ვერ აღვწერ იმდენად მოტივირებულები და გახარებულები იყვნენ. ყველა იმ ადამიანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც წვლილი შეიტანა სკოლის განახლებაში. ჩვენი დირექციის მიზანია, შევქმნათ ყველა პირობა, რათა ჩვენმა ბავშვებმაც მიიღონ ხარისხიანი სწავლა-განათლება. მინდა ვისარგებლო მომენტით და სოფელ კასრისწყალის ადმინისტრაციის სახელით მოგილოცოთ დამდეგი ახალი 2018 წელი, სიხარულის, წინსვლის, მშვიდობისა და სიუხვის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.“

  

- როგორც ვიცით, თქვენი სოფელი საზღვრისპირას მდებარეობს. სკოლა მცირეკონტინგენტიანია და მასწავლებლების ნაკლებობას უჩივით. 

- გეოგრაფიული მდებარეობიდან და რთული საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, აქ მუშაობა თითოეული პედაგოგისთვის გმირობის ტოლფასია. მრავალი წელია ისინი თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად და დიდი სიყვარულით ემსახურებიან, რადგან გააზრებული აქვთ, ის რასაც აკეთებენ. მასწავლებლები ენერგიას არ იშურებენ, რომ ქვეყანას განათლებული მომავლი თაობა აღუზარდონ. მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლიდან ამავე სკოლაში დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა და მოხარული ვარ იმით, რომ ბევრ ისეთ დამსახურებულ პედაგოგთან ერთად მომიწია მუშაობა. მათგან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება მივიღე. 

- სკოლაში ამჟამად სასიამოვნო სიახლე გაქვთ.

- 2017 წლის სექტემბრიდან ჩვენი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს სამი ახალი პედაგოგი შემოუერთდა, ლეილა ნაკუდაიძე ბიოლოგიის პედაგოგი, იაშარ აბდულაევი სპორტის პედაგოგად და გიორგი მათეშვილი ისტორია, სამოქალაქო განათლების პედაგოგად. გიორგი ასევე დირექციის წევრიცა და დირექტორის მოადგილედაც მუშაობს. 

- თქვენი ახალი პედაგოგის, გიორგი მათეშვილის, შესახებ რომ გვესაუბროთ.

- მინდა ავღნიშნო, რომ რთული პირობებიდან გამომდინარე სოფელს ხალხი ტოვებს და სულ 55 ოჯახია დარჩენილი. აქედან გამომდინარე, სკოლაშიც კადრების პრობლემა გვქონდა და გვაქვს, ამიტომ აქ კადრის მოძიება ძალიან რთულია. პედაგოგების უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო გიორგი მათეშვილის მიმართ, რადგან მან იმის მიუხედავად, იცოდა როგორ ტერიტორიაზე მოუწევდა მუშაობა,  გადაწყვიტა გადმოსულიყო ამ სოფელში და წვლილი შეეტანა სკოლის განვითარებასა და  მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში. მას დიდი გამოცდილებები აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მინდა ავღნიშნო გიორგის დიდი პროფესიონალიზმი და სამსახურისადმი პასუხისმგებლობა. მოხარული ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა. გიორგიმ ძალიან მოკლე დროში დიდი წყვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის განვითარებასა და განახლებაში.

Etaloni.ge კასრიწყლის სკოლის ახალ მასწავლებელს გიორგი მათეშვილს დაუკავშირდა. 

- გაგვეცანით, ბატონო გიორგი. 

- მე ვარ გიორგი მათეშვილი. დავიბადე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში. დავამთავრე სოლომონ დოდაშვილის სახელობის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. 2017 წლიდან გადმოვედი სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლაში როგორც პედაგოგი და ამავე დროს დირექტორის მოადგილედ. 

- აქ მუშაობა, როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა პირობებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია. 

- იმის მიუხედავად, რომ ვმუშაობდი საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადმოვსულიყავი გეოგრაფიული მდებარეობით ისეთ ტერიტორიაზე როგორიცაა სოფელი კასრისწყალი, რომელიც საზღვრისპირა დასახლებას მიეკუთვნება და მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს.

- როგორი იყო სკოლაში მუშაობის პირველი დღე?

- სკოლაში დამხვდა მყუდრო და თბილი გარემო, რაც სკოლის დირექტორის ბატონ გიორგი  ბუღრიძისა და პედკოლექტივის დამსახურებაა. მათ მიმიღეს როგორც დიდი ოჯახის წევრი. ეს კი  ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. 

- მოგვიყევით თქვენი მოსწავლეების შესახებ. 

- როგორც მოგეხსენებათ, სოფელი არის მრავალეროვანი. აქედან გამომდინარე, ყველა მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და სწორედ ესაა ჩემი მიზანი, რომ თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს თავი სრულფასოვან პიროვნებად, გადავცე ჩემი გამოცდილება და მივიტანო მოსწავლეებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა. ჩვენი მოსწავლეები მოწყვეტილნი არიან თანამედროვე სიახლეებსა და სხვადასხვა აქტივობას. ჩვენ ერთად ვსაუბრობთ მათ მიზნებსა და ოცნებებზე, რომელიც გარე სამყაროს უკავშირდება. ბავშვები არიან მეტად მოტივირებულნი როგორც სასწავლო პროცესის, ასევე სხვადასხვა აქტივობების დროს.

 

სკოლის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ბავშვების ოცნებები და მიზნები აღარ იყოს მიუღწევადი. სასწავლო წლის დაწყებიდან მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტ „ეტალონში“, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, რამაც მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაცია აამაღლა. 

განწყობა გვაქვს პოზიტიური და გვჯერა ჩვენი მომავალი თაობის!


კომენტარები


სკოლები
I ტურის ტესტირებაში მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ
მოსწავლეებმა  და პედაგოგმა, ხატია ბარამიძემ, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და „კუკარაჩა“განიხილეს
სიახლეები
რა იცვლება მასწავლებელთა კომეპეტენციის გამოცდაზე პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განათლების სისტემას 2 საშუალო რგოლის მენეჯმენტის ჯგუფი ემატება
საინტერესო
გაატარეთ თავისუფალი საღამო მასწავლებლების შესახებ სამოტივაციო ფილმის ყურებით. ფილმების უმეტესობა რეალურ ამბაზეა დაფუძნებული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის გონებრივი განვითარებისკენ
საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ადამიანები ერთმანეთს სახელით მიმართავენ
პიროვნება
„ბავშვებს გააზრებული აქვთ, რომ უსწავლელად წინ ვერ წავლენ“
ეტალონი
28 იანვარს სიღნაღში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.
28 იანვარს ხაშურში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

28 იანვარს ლენტეხში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

 

7 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა
საზოგადოება