სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით მარიამ ვეკუა გორის N7 საჯარო სკოლიდან, რომელიც საოცარ ლექსებს წერს
09-06-2021
-
+


მარიამ ვეკუა გორის N7 საჯარო სკოლის IV „ბ“ კლასის მოსწავლეა, რომელმაც „ეტალონისა“ და izrune.ge- ონლაინ-კონკურსში „საქართველოს SUPER- ოჯახები“ - მიიღო მონაწილეობა და სწორედ იქ გაირკვა, თურმე მარიამი საოცარ ლექსებს წერს. ეს ეტაპი კი მის ცხოვრებაში, როგორც მარიამის დედიკომ, ნატო მეშვილდიშვილმა გაგვიმხილა, დიდი ტრაგედიის - მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

„მამის დაკარგვის შემდეგ მარიამმა ლექსების წერა დაიწყო...  სწორედ ლექსებსა და ჩანახატებში გადმოსცემს საკუთრ განცდებს და რაც მთავრია, წერს გულით“, - ასე დაიწყო საუბარი etaloni.ge-სთან ქალბატონმა ნატომ და ისიც გვიამბო, როდის და როგორ გახდა გოგონა izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრი:

„ამ საოცარი პროექტის შესახებ, რომელიც ზრუნავს მომავალი თაობის განვითარებაზე, გორის N7 საჯარო სკოლის პედაგოგის, დამრიგებლის - თამარ ამბოკაძისგან შევიტყვეთ. სწორედ მან გვიამბო izrune.ge-ს შესახებ და ბავშვიც ძალიან დაინტერესდა; ესაა უდავოდ საოცარი პროექტი, რომლის საშუალებითაც ბავშვი იღრმავებს ცოდნას, განათლების დამატებითი წყაროა და რაც მთავარია, ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება; გარდა ამისა, იკვეთება მზრუნველი ოჯახების როლი და მე პირადად, მეტად დავინახე საკუთარი შვილის შესაძლებლობები.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რაც აქვს მარიამს და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად დაიკავებს საპატიო ადგილს როგორც izrune.ge-ში, ისე „ეტალონში“; ვფიქრობ, ბევრი წარმატება ელის ამ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად! მადლობა გუნდის თითოეულ წვერს და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩას, რომელიც საოცარი პროექტების შემქმნელია - უდიდეს საქმეს აკეთებს და დგას განათლების სადარაჯოზე; აქვე შეუძლებელია მადლიერება არ გამოვხატო მარიამის დამრიგებლის, თამარ ამბოკაძის და ზოგადად გორის N7 საჯარო სკოლის მიმართ - მადლობა, ჩვენს წარმატებებში შეტანილი წვლილისთვის, ამაგისთვის და შრომისთვის“.

თავად მარიამ ვეკუამ კი საკუთრი თავის შესახებ ასე გვიამბო:

„გამარჯობა, მე მარიამი ვარ! ძალიან გამიხარდა „საქართველოს SUPER-ოჯახეbში“ მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა ჩემს ოჯახთან ერთად. იმდენად მიყვარს ეს პროექტი და ბატონი გოჩა, რომ გადავწყვიტე, მისთვის ლექსი დამეწერა; ზოგადად, ვწერ ლექსებს და პირველს დედიკოს ვაკითხებ ხოლმე, მიყვარს სწავლა და ყველაზე მეტად ქართული, izrune.ge-ს ტესტები კი იმიტომ მომწონს, რომ მრავალფეროვანია; მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, თამარ ამბოკაძეს, ეს პროექტი რომ გამაცნო და ჩართვის საშუალება მომცა“, - ასე ლაკონურად გვიამბო საკუთარი თავის შესახებ მარიამ ვეკუამ, თუმცა მოგვიანებით, ქალბატონმა ნატომ ისიც გაგვიმხილა, რომ პროფესია მამის სურვილით შეარჩია - მარიამის მამას სურდა, გოგონა ექიმი გამოსულიყო. უთქვამს კიდეც - ჩემი ოცნებაა, თეთრ ხალათში გიხილოო და მარიამმაც გადაწყვიტა, აუსრულოს მამას სურვილი, თუმცა მანამდე, ყველაზე მზრუნველი პროექტის ერთგული რჩება და izrune.ge-საც დიდხანს ეყოლება საკუთარი ფრთის ქვეშ მარიამ ვეკუა გორის N7 საჯარო სკოლიდან, რომელიც ლექსებს მხოლოდ უსაყვარლესი ადამიანებისთვის წერს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება