| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N18 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე მონაწილეობდნენ.
მარინე გვიანიძემ, საბაზისო და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გარემოს დაცვის ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე მომზადებული ფოტო და შემეცნებითი მასალა წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების, საქართველოში ნარჩენების მართვაში არსებულ სირთულეებს, ფლორისა და ფაუნის ცალკეული სახეობების გადაშენების მიზეზებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის ღონისძიებებს.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ეკოლოგიურ საკითხებზე საუბრის პარალელურად, უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები დღეს არსებულ ვითარებასა და სამომავლო აქტივობებზე.
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას