სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოქროსა და ვერცხლის მედლებს კურსდამთავრებულები 1-ელ სექტემბრამდე მიიღებენ - ESIDA-მ მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა
31-05-2021
-
+


წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებს რამდენიმე წელია ელოდებიან. კუთვნილი მედლები ჯერ არ მიუღიათ 2018-2019-2020 წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

აპრილში გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შემდგომ, კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც მედლები წარჩინებულმა მოსწავლეებმა 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მიიღონ. 

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ წარმოდენილ დოკუმენტებში განმარტა, რომ ტენდერის უშედეგოდ დასრულება დაბალმა სავარაუდო ღირებულებამ და ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

არ შემდგარი ტენდერის გამო სააგენტომ ახალი ტენდერი გაზრდილი თანხით გამოაცხადა. ბიუჯეტი 57 695 ლარით გაიზარდა და 333 345 ლარი შეადგინა.

წინა ტენდერის მიხედვით მედლების შესყიდვისთვის 275 650 ლარი იყო გამოყოფილი. 

სააგენტო, 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის 8 735 მედლისა და ჩასადები ყუთის შეძენას გეგმავს, საიდანაც 6 622 ცალი ოქროს, ხოლო 2 113 ვერცხლის იქნება. 

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები უნდა გადაეცეთ 2021 წლის 01 სექტემბრამდე. ამდენად, წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის ღონისძიებაა და ამ ღონისძიების შეზღუდულ ვადაში, შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი შესყიდვის პროცედურა განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში“, - აღნიშნავს სააგენტო.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ESIDA-მ მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები, სავარაუდოდ, უკანონოდ გაასაჯაროვა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გამარტივებული ტენდერის ჩასატარებლად წარმოდგენილ დოკუმენტებში ატვირთული აქვს იმ წარჩინებული მოსწავლეების ვინაობა, რომლებსაც ოქროს და ვერცხლის მედლები უნდა გადაეცეთ. 

საჯარო დოკუმენტში მითითებულია, მოსწავლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და სკოლა, რომელშიც სწავლობს კურსდამთავრებული. აღნიშნული ინფორმაციის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის უხეში დარღვევაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება