| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტმა გიორგი ანთაძემ 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი - გიორგი ანთაძე, ქალაქ თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველო და მისი უსაფრთხოების გარემო“ ჩაუტარა.
მომხსენებელმა სახელმწიფო, პიროვნული, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებსა და სახელმწიფო სტრუქტურების როლზე უსაფრთხოების პროცესში ისაუბრა.
ჰიბრიდული ომი, გლობალიზაციის საკითხები, კიბერუსაფრთხოების გამოწვევები - გიორგი ანთაძემ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შეკითხვებიც დაუსვეს მომხსენებელს და მისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში, კსუ-ს ორი დოქტორანტის - ლევან ნიკოლეიშვილისა და ალიკა გუჩუას საჯარო ლექციები თბილისის 159-ე და სკოლა - ,,პოლიგლოტშია“ ჩანიშნული.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას