სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს იყო სისტემაზე მიტანილი შტურმი და არავის გაახსენდა, რომ საქმე 13 წლის მოზარდთან გვაქვს“ - გიორგი ამილახვარი
25-05-2021
-
+


51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოსწავლის დაფაზე დაწერილი ხუმრობის გამო, 13 წლის მოზარდი და მისი ოჯახი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ აღმოჩნდა.

„მინდა გამოვეხმაურო წინა კვირაში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტს. როცა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი სტუმრობდა ამ სკოლას და დაფაზე დაფიქსირდა წარწერა, რომელიც, როგორც შემდგომ ოჯახმა და თავად მოსწავლემ განმარტა, ხუმრობა იყო. თუმცა თავად ეს ფაქტი და ხუმრობა, მოითხოვს უფრო სიღრმისეულ კვლევას. აღნიშნულ საკითხში ჩართულნი არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ფსიქოლოგები, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ რაც ვნახეთ, ის პროპაგანდისტული ნიაღვარი, რომელიც წამოვიდა სხვადასხვა პირებისგან და მედია საშუალებებისგან არის ყოვლად მიუღებელი. ეს იყო მთლიანად სისტემაზე მიტანილი შტურმი და არავის არ გაახსენდა ამ პროცესში, რომ ჩვენ საქმე გვაქვს 13 წლის მოზარდთან. არავის გაახსენდა ის მომენტი, რომ ამ ქმედებით ჩვენ ბავშვებზე ვახდენთ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას. ეს ბავშვი და მთლიანად ოჯახი აღმოჩნდა ცუდ დღეში და საჭიროებს ფსიქოლოგიურ ჩარევას.

ამის მიღმა, ამ პროპაგანდის ავტორებს არ დაავიწყდათ შტურმი სისტემაზე მიეტანათ. ამიტომ მე მინდა გავახსენო მათ და ვუთხრა, რომ როდესაც მანდატურის სამსახური შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს იყო პოლიციური რეჟიმი, რომელიც ტოტალურ კონტროლს ახორციელებდა სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახლა მინდა გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორ გარდაიქმნა ეს სამსახური და მანდატური ჩამოყალიბდა ჩვენი მოსწავლეების და მასწავლებლების მეგობრად. გარდა უსაფრთხოებისა, დაემატა უმნიშვნელოვანესი სხვა კომპონენტი - ფსიქო-სოციალური კომპონენტი. ასევე დაინერგა ახალი მედიაციის წესი, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციას და ნაადრევ ჩარევას“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

დეპუტატის თქმით, ამ სისტემას ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ განათლება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი.

„არავინ უარყოფს, რომ ამ სისტემას აქვს ბევრი პრობლემა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, მაგრამ ამას არ სჭირდება ასეთი შტურმების მიტანა. ამას სჭირდება ერთად საქმის გაკეთება. განათლება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი,  ეს შეიძლება იყოს ეროვნული თანხმობის საკითხი და აქედან მოვუწოდებ ყველა იმ პირს და პროპაგანდის ავტორს, რომელმაც ჩვენს ბავშვებზე შტურმი და ძალიან მკაცრად მინდა მოვუწოდო მათ, რომ ხელი აიღონ ჩვენს ბავშვებზე“, - განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაშია გადაღებული საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის უფროსის სტუმრობისას დაფაზე გაკეთებული იყო წარწერა - „жизнь ворам”.

იხილეთ ასევე: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება