სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს რეგიონებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან
19-12-2017
-
+


„ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ბრიტანეთის საბჭომ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან. სამმხრივ შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსის ჩატარდება და 22 ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის. 

გარდა ამისა, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, ინგლისური ენის ექვსი კლუბი  მოეწყობა, სადაც, ეროვნული უმცირესობების  წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ბავშვები, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან კლასგარეშე გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეო მასალით და მონაწილეობას მიიღებენ  ინგლისური ენის კონკურსებში. ინგლისური ენის კლუბებში, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოეწყობა ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგ-სემინარები.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ, რაც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება