| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 ჰიბრიდულ-პანდემიური სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება და მალე პედაგოგები მოსწავლეებს დაემშვიდობებიან იმ იმედით, რომ გაისად ბევრი რამ უკეთ იქნება; რა შეიცვლება სექტემბრიდან, ამაზე საუბარი ახლა ცოტა ნაადრევია, თუმცა Etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა კითხვით - იგეგმება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, საიდან გაჩნდა, მსგავსი მოლოდინი, თუმცა თავის დროზე მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც განაცხადა, რომ მასწავლებლების ანაზღაურება 4 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა გაიზრდებოდა და სავარაუდოდ, ინფორმაცია ახალი სასწავლო წლისთვის პედაგოგების ხელფასების მატებაზე სწორედ აქედან წამოვიდა.
Etaloni.ge-მ საკითხის გადამოწმება პირველწყაროსთან სცადა და კითხვით - გაიზრდება თუ არა პედაგოგების ხელფასები ახალი, 2021-2022 სასწავლო წლიდან? - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „ანაზღაურების მატება ჯერჯერობით არ განიხილება და თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დაიგეგმება, აუცილებლად გააჟღერებენ“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება