სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რისი უფლება რჩებათ მასწავლებლებს და მოსწავლეებს 13 მაისიდან - დგებუაძე სკოლების დეზინფექციასა და კონტროლის გამკაცრებაზე
12-05-2021
-
+


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სკოლაში დაბრუნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით განახლდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება, ხოლო შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია.

ამასთანავე, თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.

კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ.

კერძოდ, საჯარო და კერძო სკოლებში სრულფასოვნად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით და გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.

სწავლის განახლებასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან საზედამხედველო კონტროლი კვლავ გამკაცრდება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე - online.emis.ge

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება