სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოში 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ელექტრონული მოწყობილობები“
07-05-2021
-
+


საქართველოში 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ელექტრონული მოწყობილობები განათლების მისაღებად, ამის შესახებ „იუნისეფი საქართველოს“ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ განაცხადა. 

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდის დაკარგული თაობა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ახალგაზრდების მთელი პოტენციალი. ძალიან ბევრ მათგანს არ ჰქონდა საშუალება, განათლება მიეღო, დისტანციურ განათლებაში ჩართულიყო და ასევე, მათთვის შეფერხდა მთელი რიგი მომსახურებების მიწოდება.

საქართველოში არის 50 400 ბავშვი, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ელექტრონული მოწყობილობები განათლების მისაღებად. როცა 21-ე საუკუნის განათლებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის გარეშე ვილაპარაკოთ ნორმალურ, ხარისხიან განათლებაზე. ეს პანდემიის გარეშეც აუცილებელია ბავშვისთვის, რომ მან 21-ე საუკუნის კომპეტენციები შეიძინოს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში გვყავს ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ამ პანდემიის პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი, ბევრ რეგიონში ვიყავი და ვნახე ოჯახი, სადაც ერთი მობილური ტელეფონი ჰქონდათ, ოჯახში კი შვიდი ბავშვი იყო და ყველა ამ ერთი მობილური ტელეფონით სარგებლობდა. მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში განათლების ხარისხი ვერანაირად ვერ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ქურციკიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება