სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია
03-05-2021
-
+


დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლები ერთი კვირის მანძილზე ზეიმობენ. თითოეულ დღეს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გავრცელებული ტრადიციით, მორწმუნეები კვირა დღეს გადიოდნენ საფლავებზე წინაპართა მოსახსენიებლად, დროთა განმავლობაში კი, მიცვალებულთა დღედ ორშაბათი დამკვიდრდა -  იმისთვის, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ ქცეულიყო, პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, საფლავებზე დღესასწაულის შემდეგ დღეს გასულიყვნენ. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა!

უკვე მეორე წელია, ტრადიცია შეიცვალა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა სასაფლაოებთან მისასვლელი გზებიც. ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, 2000 ლარით დაჯარიმდება. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდა; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იყო გახმოვანების სისტემა, დაცული იყო სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით შეიცვალა. კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე მოქმედებდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება