| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, საპატრიარქოდან შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ეპარქიებში.
„გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, –აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას