სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ყველაზე წარმატებული მედიაპროექტია“ - თერჯოლის მერი
06-12-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

თერჯოლის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია რობაქიძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა ბეღელაძე დაეუფლა.

ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შესძინა:

„გამარჯვებას არ ველოდი, ძალიან გახარებული ვარ. მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, არ ინერვიულონ და იყვნენ თავდაჯერებულები. ინტელექტ-შეჯიბრი მონაწილეობა მოსწავლეებს დიდ გამოცდილებას გვძენს.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე:

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება. მივესალმებით ამ ფაქტს. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდობა მსგავს ინტელექტუალურ-შემეცნებით აქტივობებში ერთვება. „ეტალონმა“ თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ყველაზე წარმატებული მედიაპროექტია. დიდი მადლობა ინტელექტ-შეჯიბრის ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს „ეტალონისთვის“. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტს ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდეს.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე:

„ეტალონი“ სტაბილურად წარმატებული პროექტია, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს, სძენს გამოცდილებას, ჰმატებს თავდაჯერებულობას. ინტელეტქ-შეჯიბრი ბავშვებისთვის სტიმულია, რომ უკეთ ისწავლონ. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს და მხარდაჭერას ვუცხადებ.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე:

„მე საზოგადოებრივ აქტივობებში პატარაობიდან ვიყავი ჩართული. გული მწყდება, რომ ჩემს დროს არ იყო „ეტალონი“ და მსგავს შეჯიბრში ჩართვის შესაძლებლობა არ მქონდა. ეს პროექტი აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ახალი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. Izrune.ge ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს. სწავლა ძალდატანებით კი არა, ხალისით უნდა იყოს. ახალი ინოვაციური პორტალი სწორედ ამას გულისხმობს.“

თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია რობაქიძე:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია. მივესალმებით ახალ ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ს, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს მოსწავლეებს. ვულოცავ გამარჯვებულ მოსწავლეს, „ეტალონის“ ყველა მონაწილეს დიდი წარმატებას ვუსურვებ, გვეამაყოს მათით.“

„თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლაშა ბეღელაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.  

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება