სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

ლიტერატურაში ნოებლის პრემიის ლაურეატი - ბობ დილანის ''ქრონიკები''
13-10-2016
-
+


“ბობ დილანი რომ გენიალური მუსიკოსი და შესანიშნავი პოეტია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ "ქრონიკებმა" კრიტიკოსები გულწრფელად გააკვირვა – ვიცოდით, დილანს წერა რომ შეეძლო, ვერ წარმოგვედგინა, თუ ასე კარგად შეეძლო წერა. 

და მართლაც, საოცრად მრავალფეროვან თემებს ეხება – პირადულს, მუსიკალურს, ისტორიულს... ამ მდიდარი, ხანდახან აბსურდული და ხშირად ალერსიანი ენით დაწერილი წიგნით, დილანი ბევრად მეტს გვაწვდის, ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანი გაბედავდა ეოცნებაო.  

„თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა“, – წერს „სანდი თაიმსი“. 

"ქრონიკებში" სიცოცხლე ფეთქავს... დილანი თავს ავლენს იდეებით, ფილოსოფიით, მგზნებარებით, სხვებისადმი გულწრფელი პატივისცემითა და ცხოვრების აბსოლუტური აბსურდულობის შეგრძნებით... ყოველ გვერდზე და ყველა აბზაცში არის რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც უყურადღებოდ ვერ დატოვებ. 

ზუსტია მისი ისტორიის შეგრძნება, ადგილისა კი – შესანიშნავი... 

ლამაზად წერს მუსიკაზე, შთაგონებით, პოეტურად, ჩანს, რომ ნამდვილი მუსიკოსის ალღო აქვს", – „დეილი ტელეგრაფი“ უფრო შორს მიდის, "როკ-ენ-როლის ენით რომ ვთქვათ, ეს წიგნი, შექსპირის დაკარგული დღიურის აღმოჩენას უტოლდება".

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება