სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ჩოხატაურში ახალ, ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ს გაეცნენ
30-11-2017
-
+


„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. დღეს „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა ჩოხატაურის საგანმანათლებლი რესურსცენტრში ახალ, ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ს შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. 

პრეზენტაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე, ამავე სამსახურის თანამშრომლები და სკოლების დირექტორები ესწრებდნენ. 

გოჩა ტყეშელაშვილმა მათ Izrune.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საიტის ინსტრუქციაც გადასცა. 

დამსწრეებმა თავიანთი აღფრთოვანება გამოხატეს ახალი საიტის მიმართ:

,,უდიდესი შრომაა ჩადებული ამ საქმეში, არაჩვეულებრივი პროექტია.“

რესურსცენტში სტუმრობის შემდეგ კი გოჩა ტყეშელაშვილი ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და მის მოადგილეს მინდია ჟღერიას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ახალი, ინოვაციური პროექტი Izrune.ge ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. 

მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

ჩოხატაურის მერმა, მისმა მოადგილემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა და სკოლის დირექტორებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.   

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება